Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

დამალული წარმომადგენლობითი ხარჯები აჭარაში – რატომ მალავენ მუნიციპალიტეტები საჯარო ინფორმაციას

სულხან მესხიძე აპრილი 19, 2024
sajaro informacia, dokumenti

მაშინ, როცა ხელისუფლება მესამე სექტორისა და მედიის გამჭვირვალობაზე საუბრობს ამ დროს თავად მალავს საჯარო ინფორმაციას. გარდა იმისა, რომ საკუთარ ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება გააჩნიათ, რასაც არ ასრულებენ, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებსაც არ გასცემენ.

“აჭარა თაიმსი” პერიოდულად ყველა მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციას ითხოვს, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ იღებს, მოწოდებული დოკუმენტაცია კი მეტწილად არასრულყოფილია. მორიგ ასეთ ფაქტზე ამ სტატიაში გიამბობთ.

ჩვენ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ხარჯებით დავინტერესდით. ინფორმაცია მხოლოდ სამმა მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა, ისიც არასრულყოფილად. შესაბამისად გაურკვეველია რაში დახარჯეს ბიუჯეტის ფული.

ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად, ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მერიებმა საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. არადა კანონის თანახმად საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს. 

ახლა კი, რაც შეეხება წარმომადგენლობითი ხარჯების რაოდენობას – ვინ რამდენი დახარჯა:

“ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი ხარჯის ეკონომიკური მუხლიდან გაიხარჯა 131 7206,08 ლარი,” – წერია მოწოდებულ დოკუმენტში, სადაც განმარტებული არაა რაში დახარჯეს თანხა.

ინფორმაცია არასრულად მოგვაწოდა ქედის მერიამაც.

“ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯმა 2023 წელს 21 000-მდე ლარი შეადგინა,” – მოგვწერეს მერიიდან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელვაჩაურის მერია აჭარაში ერთ-ერთი დახურული უწყებაა. მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, მათ შორის არც ვებგვერდზე აქვეყნებს.

“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წელს გაწეულ წარმომადგელნობითი ხარჯი შეადგენს 6 789 ლარს,” – გვიპასუხეს ხელვაჩაურის მერიაში.

საჯარო ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებებისთვისაც მიუწვდომელია. “ფაქტ ჩეკის” უფროსი ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას იმ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ინფორმაციის მოპოვებისა და დაზუსტებისას აწყდება. ნაზი რეხვიაშვილის თქმით, ასეთი დამოკიდებულება არის ხელშეშლა, სწორედ მიზეზიც და მიზანიც ესაა.

“საერთოდ, უკვე ძალიან გართულდა საჯარო ინფორმაციის მიღება. მანამდეც სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, სრულყოფილი მონაცემები ანუ ის ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომელიც გამოვითხოვეთ. 2023 წლის განმავლობაში და ახლაც, თითქმის აღარ გვიგზავნიან. თუ პასუხი მოგვწერეს, ე.ი. არაა ისეთი საკითხი, რომელიც მათ საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს.

წარმომადგენლობითი ხარჯების შესახენ ინფორმაცია არ გამომითხოვია დიდი ხანია, მაგრამ საწვავის ხარჯი მაინტერესებდა, 2009 – 2024 წლების მიხედვით, სტატისტიკის თვალსაზრისით და მიპასუხეს, რომ 2017 წლის ჩათვლით, ყველა შესაბამისი დოკუმენტი განადგურებულია, რადგან არ იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ FactCheck.ge ძირითადად პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების განცხადებებს ამოწმებს და თუ უწყებები არ მოგვაწვდიან შესაბამის ინფორმაციას, ჩვენ იძულებული ვართ, მხოლოდ ღია წყაროებს დავეყრდნოთ. ეს წყაროები კი სრულყოფილ მონაცემებს არ მოიცავს.

მაგალითად, სამინისტროებს არ აქვთ გამოქვეყნებული ახალი ინფორმაცია, ან აქვთ რაღაც წლიური ან კვარტლური ხარჯი ჯამურად. ფაქტობრივად, ასეთი დამოკიდებულება არის ხელის შეშლა ჩვენს საქმიანობაში და ჩემი აზრით, ესაა სწორედ მიზეზიც და მიზანიც, რის გამოც გართულდა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

ამიტომ, როცა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე აკეთებენ აქცენტს, ეს არის მესიჯი მათივე ელექტორატისთვის, თორემ თვითონ შესანიშნავად იციან, რომ ჩვენ გამჭვირვალე ვართ. თუ ვინმეს გამჭვირვალობაა პრობლემა ამ ქვეყანაში, ესაა ხელისუფლება და იმ შეფასებებს, რომლებიც მათ მოჰყავთ საკუთარი „კარგი მუშაობის“ დასტურად, არის მოსახლეობისთვის მანიპულაციურად მიწოდებული. ისედაც ხომ ოქსიმორონია, მედიას და არასამთავრობო სექტორს გამჭვირვალობაზე მიუთითებდე და შენ საერთოდ დაიხურო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესაა იმ კანონის დარღვევა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ და რომელიც მათ საჯარო ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს. ჩვენ მაინც ვიგებთ, სად, რამდენი და რატომ დახარჯეს, მაგრამ კონკრეტულად ჩვენი ორგანიზაცია არ წერს ამას, ოფიციალური არგუმენტი თუ არ აქვს. სამაგიეროდ, წერს არაერთი ძალიან კარგი მედია,” – განაცხადა ნაზი რეხვიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის: წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას.

აქვე დაგაინტერესებთ:

  • ბათუმის მერია საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადებში, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ გასცემს
  • რა კომპეტენცია აქვთ ჩინოვნიკებს ბათუმის მერიაში – მიუწვდომელი საჯარო ინფორმაცია
  • სამინისტროები აჭარაში, რომლებიც საჯარო ინფორმაციას არასრულად აქვეყნებენ
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად უარესდება – IDFI

 

Post navigation

Previous: ავარია ბათუმში – ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა
Next: 27 ეკომიგრანტს აჭარაში ბინა გადასცეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026
batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026
restorani batumshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3 2
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.