Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„დანაშაულს იმიტომ არ იძიებენ, რომ საქმეში გარეულია სულხან თამაზაშვილი“ – მოქალაქე

აჭარა თაიმსი აპრილი 17, 2025
sulxan tamazashvili_AJARATIMES.GE

„დანაშაულს იმიტომ არ იძიებენ, რომ საქმეში გარეულია სულხან თამაზაშვილი“ — ზურა ელიბაშვილის ნათესავი ვიდეომიმართვით გამოძიების წარუმატებლობაზე საუბრობს. ელიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის ნათესავი, ხატია გოგიძე, საჯარო ვიდეომიმართვით დანაშაულის გამოუძიებლობის მიზეზებზე ღიად საუბრობს.

გოგიძის თქმით, გამოძიება თითქმის რვა წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროცესში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი — სულხან თამაზაშვილი ფუგურირებს.

„დანაშაულს იმიტომ არ იძიებენ, რომ საქმეში გარეული არის სულხან თამაზაშვილი, რომელიც ჩვენი ვარაუდით ახორციელებდა მითითებებს, რომ ზურა ელიბაშვილისთვის ნარკოტიკი ჩაედოთ და დაეჭირათ,“ — აღნიშნავს გოგიძე.

ხატია გოგიძე ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელსაც ელიბაშვილის საქმეში სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა და სახელმწიფო მხრიდან ეფექტური გამოძიების ვერშესრულება დაუდგინა, პრაქტიკაში საქმე არ წასულა წინ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ზურა ელიბაშვილი 2016 წლის 1 აგვისტოს თბილისის აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა, თუმცა ადგილამდე ვერ მივიდა. მისი ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე იპოვეს, ხოლო თავად ელიბაშვილი — სამი დღის შემდეგ მდინარე მტკვარში გარდაცვლილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ზურას გარდაცვალების დღეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა და მიუხედავად იმისა, რომ დევნის მონაწილე პირები დადგენილია,  გამოძიებას შედეგი არ მოუტანია.

ინფორმაციისთვის: სტრასბურგის სასამართლომ 2023 წელს დაადგინა, რომ გამოძიება სიცოცხლის უფლების პროცესუალურ ნაწილს არღვევდა და საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა 12 000 ევროს ანაზღაურება.


ცნობისთვის: ცხადია, „აჭარა თაიმსი“ ამ ბრალდების პასუხად კითხვებს დაუსვამდა აჭარის მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს და სულხან თამაზაშვილს კომენტარისთვის სათანადო სივრცესაც დაუთმობდა. თუმცა, როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ თანამშრომლობს დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასთან — მათ შორის, ისინი საჯარო შეხვედრებსაც იზოლირებულ სივრცეში ატარებენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ სულხან თამაზაშვილს სურვილი გაუჩნდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, მისი კომენტარი სრულად გამოქვეყნდება და მასალა განახლდება.


თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა აჭარის მთავრობის არალეგიტიმური თავმჯდომარე აირჩიეს

Post navigation

Previous: ბათუმში აღდგომის დღესასწაულზე მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება
Next: სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანობა დაბალია – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026
irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026
fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ეროვნული ლიგის 22-ე ტური: „დინამო ბათუმმა“ 3 ქულა მოიპოვა

აჭარა თაიმსი აგვისტო 21, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3 2
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.