„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში „მეშახტე“ ანგარიშით 0:1 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 23-ე წუთზე უერდი მარამ, თორნიკე კირკიტაძის ასისტით გაიტანა.
22-ე ტურის შემდეგ „თოლიები“ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებენ. „ბათუმელების“ ანგარიშზე 34 ქულაა.
„დინამო ბათუმი“ მომდევნო შეხვედრას 25 აგვისტოს გამართავს. „თოლიები“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში „ქუთაისის ტორპედოს“ დაუპირისპირდებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

