Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

თავისუფალ მედიაზე სისტემური თავდასხმები გააქტიურდა – მედიის ადვოკატირების კოალიცია

აჭარა თაიმსი ივნისი 3, 2025
fara, media, kanoni_AJARATIMES.GE

მედიის ადვოკატირების კოალიციამ მკაცრად გააკრიტიკა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს კოორდინირებულ, სისტემურ და პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას. ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას, რომლებიც მწვავე და რეპრესიულ გარემოში კვლავ აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.

კოალიციის განცხადებით, რეგიონებსა და დედაქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, რაც გამოხატულებას პოულობს როგორც სამართლებრივ ბერკეტებში, ასევე ფიზიკური და ეკონომიკური ზეწოლის ფორმებში.

კოალიციის შეფასებით, ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ცხადად მიიჩნევა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმე. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრები, უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად არიან დაკავებული:

„მზია ამაღლობელი დღეს არის არა მხოლოდ მედიის წარმომადგენელი, არამედ დამოუკიდებელი სიტყვის სიმბოლო. მისი პატიმრობა სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ პროევროპული საპროტესტო ტალღის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ასობით შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები ფიზიკური თავდასხმის, მუქარისა და უკანონო ჩარევის მსხვერპლნი გახდნენ. მათი თქმით, ამ დრომდე არცერთი საქმე არ არის სრულფასოვნად გამოძიებული და არც ერთი მოძალადე არ არის პასუხისგებაში მიცემული.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მმართველი გუნდის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებზე, რომლითაც მცირდება გამოხატვის თავისუფლება. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცხოური დაფინანსების შეზღუდვას, რასაც ორგანიზაციები მიიჩნევენ მცდელობად — სრულად გაკონტროლდეს დამოუკიდებელი მედია და ჩამოშორდეს ის ფინანსურ წყაროებს.

ასევე, კოალიცია აღნიშნავს, რომ ბიზნეს-კომპანიებზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა, რათა მათ გაწყვიტონ კონტრაქტები თავისუფალ მედიასთან:

„ეკონომიკური ზეწოლა, რითაც დამოუკიდებელ მედიას ართმევენ სარეკლამო რესურსებს, სცდება ბიზნესეთიკის ყველა სტანდარტს და ემსახურება მხოლოდ თავისუფალი სიტყვის ჩახშობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და მიუთითებს, რომ მაუწყებელი ემსახურება მმართველი ძალის ინტერესებს. დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე — ორგანიზაციის შეფასებით — აქტიურად არიან ჩართულნი კრიტიკული ჟურნალისტების დევნაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მედიაზე წვდომის შეზღუდვა სასამართლო სისტემაში — ჟურნალისტებს კვლავ ეზღუდებათ აუდიტორიაში შესვლის უფლება, რაც არღვევს პროცესების საჯაროობას და ბლოკავს საზოგადოების უფლებას მიიღოს ინფორმაცია.

Post navigation

Previous: საჯარო სექტორის მრჩევლები ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ – საკანონდებლო ინიციატივა
Next: ვიტორ გაბრიელმა ს/კ გონიო დატოვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.