Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

Gamma Knife -თავის ტვინის ქირურგია განაკვეთის გარეშე „ავერსის კლინიკაში“

აჭარა თაიმსი დეკემბერი 18, 2024
1

“ავერსის კლინიკა” პაციენტებს თავის ტვინის დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობას სთავაზობს უსისხლოდ, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ამ შესაძლებლობას კი უახლესი თაობის დანადგარი – Gamma Knife Esprit იძლევა.

მკურნალობის ეს გზა არის თავის ტვინის პათოლოგიების ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო, არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი, რომლის ჩასატარებლადაც ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა, ამიერიდან კი “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალი შესთავაზებთ ანალოგიურ მომსახურებას.

“ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალი უკვე იღებს პაციენტებს რადიოქირურგიული პროცედურების Gamma Knife-ით ჩასატარებლად. პირველი პაციენტი ცოტა ხნის წინ ეწვია კლინიკას, მას წარმატებით ჩაუტარდა პროცედურა და ის თავს კარგად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში Gamma Knife-ის სულ 350-ზე მეტი აპარატია ინსტალირებული, რეგიონში საქართველოა პირველი, სადაც Gamma Knife Esprit დაინერგა.

რისი მკურნალობაა შესაძლებელი ამ მეთოდით და ვის შეუძლია ისარგებლოს Gamma Knife-ით?

მედიცინაში Gamma Knife-ს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იყენებენ და 2 მილიონზე მეტი სხვადასხვა ონკოლოგიური და სისხლძარღვოვანი პაციენტის მკურნალობის გამოცდილებაა დაგროვებული.

Gamma Knife Esprit აღიარებულია ოქროს სტანდარტად თავის ტვინის ისეთი პათოლოგიებისთვის, რომელთა მკურნალობაც ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ, მათ შორის:

  • თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეებისთვის (აკუსტიკური ნეირომა, მენინგიომა, კრანიოფარინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა, ჰემანგიობლასტომა, გლომუსის სიმსივნე);
  • თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის (გლიობლასტომა, თავის ტვინის მეტასტაზები, გლიომები, ჰემანგიოპერიციტომა, ქონდროსარკომა, ნაზოფარინგეალური კარცინომა, ბავშვთა ტვინის სიმსივნეები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები);
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიისთვის;
  • ტვინის არტერიოვენური მალფორმაციისთვის;
  • კავერნომებისთვის
  • ნებისმიერი სიმსივნისთვის, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე;
  • ეპილეფსიის გარკვეული ფორმებისთვის;
  • ესენციური ტრემორისთვის.

როგორ მიმდინარეობს უშუალოდ პროცედურა და როგორ ემზადება პაციენტი მისთვის?

Gamma Knife-ით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან ანგიოგრაფია – იმის მიხედვით თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რათა ზუსტად განისაზღვროს სამიზნის მდებარეობა.

შემდეგ, პროცედურამდე პაციენტს თავზე უმაგრდება მსუბუქი ჩარჩო. მასთან მიმართებით სამიზნის მდებარეობა უკვე განსაზღვრულია და იწყება პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტი აპარატზე წევს. დასხივება შეიძლება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გაგრძელდეს – ეს დამოკიდებულია სამიზნის ზომასა და ფორმაზე.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია – პაციენტი დასხივებას ვერ გრძნობს, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, აპარატის ხმაურიც არ აწუხებს და ექიმთან საუბარი მიკროფონით შეუძლია. Gamma Knife-ით მკურნალობა განსაკუთრებულ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.

რა უპირატესობები აქვს ამ პროცედურით მკურნალობას ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით?

  • პროცედურა ერთ სეანსში სრულდება, მხოლოდ ერთდღიანი ვიზიტია საჭირო ამბულატორიაში. პროცედურის მომდევნო დღეს კი პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
  • არ საჭიროებს ჭრილობას და შესაბამისად, არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალასა და თავის კანზე;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი არის მაქსიმალურად შემცირებული;
  • წინასწარი მომზადება არ არის საჭირო;
  • ზოგადი ანესთეზიის გაკეთებაც არ სჭირდება;
  • არ მოითხოვს რეაბილიტაციას;
  • უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის, ნებადართულია 1.5 წლიდან.

რა ხდება პროცედურის შემდეგ?

პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, რაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ასევე, აღარ არის საჭირო განმეორებითი ჩარევა, მაშინ, როცა ღია ოპერაციის შემდეგ ეს ზოგჯერ გარდაუვალი ხდება გართულების გამო.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – თავის ტვინში მეტასტაზების Gamma Knife-ით მკურნალობის შემდეგ, წესისამებრ, ქრება ღია ოპერაციისა და ძვირადღირებული სხივური თუ ქიმიოთერაპიის საჭიროებაც.

როგორც აღვნიშნეთ, “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალი უკვე იღებს პაციენტებს რადიოქირურგიული პროცედურების Gamma Knife-ით ჩასატარებლად. პირველი პაციენტი ცოტა ხნის წინ ეწვია კლინიკას, მას წარმატებით ჩაუტარდა პროცედურა და თავს კარგად გრძნობს.

Gamma Knife-ის პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ “ავერსის კლინიკას” ნომერზე: 032 2500 700; Gamma Knife – ვისაც ყველაზე ძვირფასს – გონებას ანდობ!

Post navigation

Previous: ვისთვის არ შეიძლება ფიზიოტენზის მიღება — რას გვეუბნება წნევის დამწევის ანოტაცია
Next: პროტესტის 21-ე დღე, ბათუმში აქცია განახლდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
Picture1
  • რეკლამა

მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.