Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

აჭარა თაიმსი მაისი 31, 2026
_AJARATIMES.GE

ოფიციალურად, „ცსკა სოფიას“ კაპიტანი და ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ახალი ფეხბურთელია. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კლუბი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს“, – ნათქვამია „დინამო ბათუმის“ განცხადებაში.

ტურიცოვმა „ბათუმელებთან“ ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე გააფორმა, მას შემდეგ, რაც სტამბოლში, კლინიკა „Acibadem Fulya“-ს ბაზაზე არსებულ „FIFA Medical Centre of Excellence“-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

„კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს“, – განაცხადა ივანმა „დინამო ბათუმთან“ ინტერვიუში.

26 წლის მარჯვენა მცველი „ეფბეთ ლიგის“ ერთ-ერთ გრანდში, „ცსკა სოფიაში“, 2018/19 წლების სეზონიდან ასპარეზობდა. საერთო ჯამში, „წითელი არმიელების“ რიგებში ტურიცოვმა ყველა ტურნირზე 222 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ცსკა სოფიასთან“ ერთად 2020/21 და 2025/26 წლების სეზონებში ორჯერ გახდა ბულგარეთის თასის მფლობელი.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ივან ტურიცოვი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა, სადაც ორ ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. „თოლიების“ რიგებს ის 16 ივნისს შეუერთდება, ხოლო „დინამო ბათუმის“ მაისურით თამაშს 20 ივნისის შემდეგ შეძლებს.

ავტორი დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
Next: ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში 2026

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ სუპერლიგის ჩემპიონია

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 5, 2026
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.