პარლამენტის ყოფილი წევრი და ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერის მოთხოვნათა შეუსრულებლობის ბრალდებით.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) და 381-ე პრიმა მუხლით (დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა)“.
დაკავებას წინ უძღოდა გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეს – ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკურად უსწორდება. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება. შსს-ს ცნობით, საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
https://www.facebook.com/share/r/16Zi63CSWu/?mibextid=wwXIfr



