Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მეჩაიეობის კულტურის მივიწყება არახალი თემაა – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

სულხან მესხიძე მარტი 22, 2024
chai_ajaratimes.ge

“აჭარაში ყოველთვის წამყვანი კულტურა იყო მეჩაიეობა, რაზეც არაფერი გითქვამს,” – კითხვით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დეპუტატმა დავით თედორაძემ მიმართა. ზაზა შავაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიში, უმაღლესს საბჭოში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც კანონმდებლების კითხვებსაც უპასუხა.

დავით თედორაძე დაინტერესდა რა პერსპექტივა აქვს მეჩაიეობის დარგს რეგიონში და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ადგილობრივებს.

“ეს მომგებიანი კულტურაა და წესით ბიზნესი დაინტერესებული იქნება. ჩემს სოფელში, ერგეში, უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს ჩაის და ხალხი მუშაობდა წლების წინ. ჩაი გავერანების პირასაა. რა პროგრამები აქვს ამ მიმართულებით სამინისტროს,” – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დავით თედორაძემ.

“აჭარა თაიმსი” თემით დაინტერესდა და მინისტრს განმარტება სთხოვა. ზაზა შავაძის თქმით, მეჩაიეობის მივიწყება არახალი თემაა. შავაძე ფერმერებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“ნებისმიერ მეჩაიე ფერმერს აქვს საშუალება რომ მოვიდეს და ჩაერთოს პროგრამებში, რასაც სამინისტრო ახორციელებს. ჩვენ ნებისმიერ შეთხვევაში ვემხრობით დარგის განვითარებას. ფაქტია, რომ ინტერესი დაბალია და შესაბამისად მაგიტომაცაა დარგი ამ მდგომარეობაში. საერთაშორისო და მეზობელ ქვეყანაში არსებული კონკურენციის პირობებში ჩვენ უკეთესი შედეგი არ გვაქვს. მეჩაიეობის მივიწყება არახალი თემაა, კარგი იქნება თუ ვინმე დაინტერესდება,” – განაცხადა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას ზაზა შავაძემ.

რას აკეთებს სამინისტრო დარგი პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის, ასევე, ხედავს თუ არა სამინისტრო შექმნილ ვითარებაში თავის წილ პასუხისმგებლობას – კითხვებზე ზაზა შავაძემ არ გვიპასუხა და ინტერვიუს შეწყვეტა მოითხოვა.

ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ კუთხით დაინტერესებულ პირს ხელს უწყობს. კერძოდ, მისი თქმით, ფინანსური დახმარება შესაძლებელია ტექნიკის შეძენასა და საწარმოს შექმნაზე.

“ნამდვილად საწყენია, რომ ჩვენს რეგიონში ნაკლებად ინტერესდებიან ჩაით,” – თქვა ანგარიშის წარდგენის დასასრულს ზაზა შავაძემ.

აქვე დაგაინტერესებთ: მეთამბაქოეობის სუფსიდირებას ან რაიმეს სახის მხარდაჭერა არ ვაპირებთ – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

 

Post navigation

Previous: ბათუმში დააკავეს კაცი, რომლის ბინიდან ნივთმკიცების სახით, მახირუანა და კანაფი ამოიღეს
Next: თურქეთში, 40 დღის ბათუმელი ბავშვის ოპერაცია სიმსივნეზე წარმატებით დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

აჭარა თაიმსი ივლისი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 1
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.