Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა საფრთხეშია – ექიმები აჭარიდან

აჭარა თაიმსი იანვარი 28, 2025
eqimebi_AJARATIMES.GE

აჭარაში მოქმედმა ექიმებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია და მოითხოვენ, რომ მას დაუყოვნებლივ მიეცეს შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმების დახმარებისა.

როგორც ექიმები აღნიშნავენ, მათი სურვილია, რომ კონსილიუმის ან სხვა შესაბამისი ფორმატით, პროფესიონალმა ექიმებმა შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ სასწრაფო ზომები.

„მე-17 დღე შიმშილობა, მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ენერგიის უკიდურეს დეფიციტს განიცდის, რაც მრავალფეროვან და ხშირად შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს? შიმშილობის მე – 17 დღეს შესაძლოა, განვითარდეს ორგანოების უკმარისობა: გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ირღვევა.

ნერვული სისტემის მხრივ: ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს თავისი ფუნქციების შესუსტებას, რაც იწვევს გონების დაკარგვას, კომას და სიკვდილს. ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი: ორგანიზმში მნიშვნელოვანი მინერალების დეფიციტი იწვევს გულის არითმიას, კუნთების სპაზმებს და სხვა სერიოზულ პრობლემებს. იმუნური სისტემის მხრივ: ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.

  • პაციენტს წარმოექმნება ფსიქიკური პრობლემები: შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.
  • რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება. წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან.
  • ასევე ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
  • შიმშილობის საკითხი პენიტენციურ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის:
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
  • მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ (ნელსონ მანდელას წესები).

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციურ სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად უნდა მოეხდინა უზრუნველყოფა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის 24 საათიანი მონიტორინგი.

მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის. მზია ამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის. ჩვენი მოთხოვნაა, სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები, ეს იქნება კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომთაგანი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლიბელთან“, – აცხადებენ ექიმები.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/8469239776511577

Post navigation

Previous: დეკანი და სამი სტუდენტი გათავისუფლდნენ, ერთი კი პატიმრობაში დარჩა
Next: ხმაური და პოლიტიკური განცხადებები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი მაისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026
დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

მაისი 9, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.