Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • რეკლამა

„მომდევნო წლებში ელექტროენერგიის მოხმარება კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება – ჩვენთვის ჰესების მშენებლობა გარდაუვალი აუცილებლობაა“ – ნოდარ სირბილაძე

აჭარა თაიმსი ნოემბერი 15, 2025
nodar sirbiladze_AJARATIMES.GE

ციფრული ეპოქა აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი, ეს უკვე  ახალი ეკონომიკური რეალობა, სადაც ქვეყნის წარმატება იზომება არა მხოლოდ ნედლეულის რესურსებით, არამედ ინფორმაციის სისწრაფით, მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობით და ინოვაციის ტემპით. ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, ინტერნეტის სუპერსწრაფი ქსელები და ჭკვიანი ინფრასტრუქტურა ქმნის იმ ფუნდამენტს, რომელზეც თანამედროვე სახელმწიფოები აშენებენ თავიანთ მომავალს.  თუმცა ამ მომავლისთვის ენერგიის მოხმარების გაზრდაა საჭირო, რასაც, თავის მხრივ, სჭირდება ენერგიის გენერაციის ახალი წყაროები.

სწორედ აღნიშნული ტენდეცია შეინიშნება საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად, ინდუსტრიული დატა ცენტრების ელექტრომოხმარება მკვეთრი ტემპებით იზრდება. ქვეყანაში არსებული დატა ცენტრები ძირითადად კრიპტოვალუტების გამომუშავებით არიან დაკავებული. სემეკისთვის წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება წელს სამჯერ გაიზარდა და მან იანვარ-სექტემბერში 556 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ეს მთლიანად ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 5%-ია.

ბოლო წლების ტენდეცია ცხადყოფს, რომ დატა ცენტრებისა და მაინინგის მიმართულებით მოთხოვნა მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებშიც საქართველოში ამ კუთხით ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ მაინინგი სწრაფად ვითარდება, სულ მალე შეიძლება დაგვიდგეს რეალობა, სადაც საქართველოს იმპორტ დამოკიდებულება ელექტროენერგიაზე გაიზრდება. ამ ტენდეციას უკვე ვხედავთ მიმდინარე წლის მონაცემებში.  2025 წლის ცხრა თვეში საქართველოში გამომუშავებულია 10,4 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც  8,6%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის პარალელურად მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება  1,8%-ით გაიზარდა და 11 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტროენერგიის გენერაცია ვერ ეწევა ელექტროენერგიის მოხმარებას.

ერთის მხრივ შემცირებული წარმოება, ხოლო მეორეს მხრივ ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მძაფრი იქნება, შესაძლოა, საგანგაშო იყოს ჩვენთვის.  თუკი ვერ მოვახერხეთ ენერგიის ახალი გენერაციების აშენება, მაშინ სულ უფრო დიდი მოცულობით ელექტროენერგიის შესყიდვა მოგვიწევს სხვა ქვეყნიდან, რაც გამოიწვევს როგორც ვალუტის გადინებას, ისე ენერგიაზე არასტაბილური ფასების საფრთხესაც.

ამ ტენდეციისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკის შემუშავება ფურცელზე, არამედ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც. საუბარია ჰესების მშენებლობაზე, არა მხოლოდ მცირე და საშუალო ჰესების, არამედ კაშხლოვანი ჰესებისაც, რომლის პოტენციალიც სულ თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს. წლების განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის მთავარი წყარო ჰესებია და ეს პროცესი შეუქცევადი ხასიათის იქნება მომავალშიც. ქვეყანას ორი არჩევანი აქვს, კერძოდ, უარი თქვას ჰესების მშენებლობის განვითარებაზე, რაც სერიოზულ ენერგეტიკულ კრიზისამდე მიგვიყვანს, ან გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის განვითარებით გავხდეთ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ის ფაქტი, რომ ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები ელექტროენერგიაზე მოთხოვნას განუხრელად ზრდის, ნათლად ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაშიც. კერძოდ,  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და Westinghouse-სს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა. საუბარია $80-მილიარდიან გარიგებაზე, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკული სექტორის მსხვილი მოთამაშე ახალი ატომური რეაქტორების აშენების პასუხისმგებლობას იღებს.  ამერიკის მთავრობაში მოელიან, რომ $80-მილიარდიანი გარიგება ელექტროენერგიის წარმოებას საგრძნობლად გაზრდის და AI ინდუსტრიის გაზრდილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

შესაძლოა ჩვენ ამერიკის მსგავსად არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ატომური ელექტროსადგურები ავაშენოთ, თუმცა გვაქვს პოტენციალი და პერსპექტივა იმისა, რომ ჰიდროელექტრო სადგურები განვავითაროთ, რადგან როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით ამ კუთხით, ჩვენი შესაძლებლობის 20-25 პროცენტს ვიყენებთ მხოლოდ.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

Post navigation

Previous: „ბათუმმა“ სუპერლიგის მე-6 ტურში გამარჯვება მოიპოვა
Next: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_9043
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026
FB პარტნიორი Coca-cola
  • რეკლამა

Coca-Cola Bottlers Georgia – ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2026
IMG-20260513-WA0007
  • რეკლამა

Coca-Cola x FIFA World Cup – მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

მაისი 20, 2026
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043 3
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.