გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივლისის გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია არასტაბილური ამინდი – დროგამოშვებით ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზოგან სეტყვა.
საინფორმაციო შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი ნალექები შესაძლოა მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნებს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას გამოიწვიოს.
„საფრთხის დონე შეფასებულია, როგორც საშუალო“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.



