Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

სულხან მესხიძე იანვარი 14, 2026
irma megrelidze_AJARATIMES.GE

აიპ „ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ ახალი დირექტორი ჰყავს. გუშინ, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელად ირმა მეგრელიძე დაინიშნა. იგი მანამდე ქობულეთის კოლეჯ „ახალი ტალღა“-ს დირექტორის პოზიციას იკავებდა.

„აჭარა თაიმსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ირმა მეგრელიძის დანიშვნის პროცესში იყვნენ ჩართული საპატრიარქო და ადგილობრივი ეპარქია. როგორც ცნობილია, ირმა მეგრელიძის მეუღლე სასულიერო პირია და ქობულეთის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს.

ქობულეთის მერს რამდენიმე დღის წინ „აჭარა თაიმსმა“ პირდაპირ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე ირმა მეგრელიძის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა ირაკლი ცეცხლაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და კატეგორიულად უარყო. დღეს კი, მას შემდეგ რაც ჩვენს მიერ დასახელებული პირი ოფიციალურად წარადგინეს აღნიშნულ თანამდებობაზე, ქობულეთის მერიამ გადაწყვეტილება მეგრელიძის კვალიფიკაციითა და პროფესიული გამოცდილებით ახსნა.

ცნობისთვის, ახალი დირექტორის დანიშვნას წინ უძღოდა ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელის, ია ხალვაშის, თანამდებობიდან გათავისუფლება. მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ „აჭარა თაიმსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა.

ია ხალვაშის საქმიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა. მოქალაქეების ნაწილი რეალური პროფილებიდან წერდა შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, მათ შორის – ბაღებში დასაქმებისა და ბავშვების მიღების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნაზე. ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება თუ ცილისწამებას წარმოადგენს, ამ ეტაპზე დაუდგენელია.

ქობულეთის მერიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებზე საჯარო რეაგირება არ მოუხდენია. უწყებაში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მსგავსი კომენტარების შეფასება მათი კომპეტენცია არ არის.

Post navigation

Previous: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა – ია ხალვაში გაათავისუფლეს
Next: სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედი“ ხულოს მერიის დაფინანსებულ ინფორმაციებს სარედაქციო მასალად გაასაღებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ივლისი 29, 2026
ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

აჭარა თაიმსი ივლისი 21, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს gamocdebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს

ივლისი 29, 2026
აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ივლისი 29, 2026
ქობულეთში ქალი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

ივლისი 29, 2026
დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა 757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

ივლისი 28, 2026
ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ივლისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 28, 2026
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს gamocdebi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს

ივლისი 29, 2026
აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში 20 500 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ივლისი 29, 2026
ქობულეთში ქალი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

ივლისი 29, 2026
დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა 757954866_1514484037392498_1169193510282557495_n 4
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

ივლისი 28, 2026
ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ივლისი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.