Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ოცნება” პოლიტიკური ნიშნით დევნას აგრძელებს – “ლელო”

სულხან მესხიძე 22/01/2024
lelo_ajaratimes.ge

“ქართული ოცნება” საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დევნას აგრძელებს, ამბობენ პარტია “ლელოში” და ამის მაგალითად დავით დევაძეს ასახელებენ, რომელსაც ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. სასპორტო სკოლის მწვრთნელს გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, როგორც თავად ამბობს, ფინანსური კრიზისი დაუსახელეს.

დავით დევაძეს მიაჩნია, რომ მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება, რადგან ის ოპოზიციურად განწყობილია, რასაც მუნიციპალიტეტში ვერ ეგუებოდნენ.

“ბავშვების აღზრდისა და სპორტის ამ სახეობის განვთარებისთვის ელემენტარული პირობებიც არ მქონდა. ხშირად გამოვხატავდი უკმაყოფილებას არსებული მდგომარეობის გამო. არ გვქონდა ბურთები, საპირფარეშოები, სასპორტო აღჭურვილობა და ა.შ. მიუხედავად ამისა, მაინც კარგ შედეგებს ვაჩვენებდით. ერთ-ერთი ტურნირის ორგანიზებაში “ლელო” დამეხმარა, მაჩუქეს შესაბამისი ფორმები, აღჭურვილობა და ბავშვებს დავურიგე, რაც არ მაპატიეს. ასევე, პარტიის ყრილობაზე ვიყავი რამდენჯერმე. ჩემი გათავისუფლება სწორედ პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირდება,” – განაცხადა ბრიფინგზე დავით დევაძემ.

პარტია “ლელოში” დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნის მორიგ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

“ოცნება აგრძელებს ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დასჯას. ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა ადამიანს, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა და ის არის სპორტის დამსახურებული მოღვაწე. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი არის მისთვის მიუღებელი და მოიშორა. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ სამართლებრივ რეაგირებას ამ ფაქტზე, სარჩელი უკვე მზადაა და მივმართავთ სასამართლოს,” – ამბობს გენო თებიძე, “ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

“ლელოში” იმასაც ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარტიის მხარდამჭერებს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. 2021 წლის მარტში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან გაათავისუფლეს ზიმლარ ბერიძე, რომლის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სუსი: ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან
Next: “ნაცნობების ბავშვები კარგ ბაღებში გადაანაწილეს, ჩვენ არჩევანის საშუალება არ დაგვიტოვეს” – მშობელი ქობულეთიდან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სულხან მესხიძე 07/11/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

admin 07/11/2025
levan lazariashvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს

admin 06/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო

08/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025
„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო

08/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080 3
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.