„რაგბის კლუბი ბათუმი“ განაგრძობს შემადგენლობის გაძლიერებას 2025-2026 წლების „რაგბი დიდი 10“-ის სეზონისთვის. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, გუნდს ორი ახალი მორაგბე – გიგა ჯულუხაძე და საბა ხონელიძე შეუერთდა.
ჯულუხაძე ბათუმში „ყაზბეგიდან“ გადმოვიდა, ხოლო საბა ხონელიძე კლუბმა ქუთაისის „აია“-დან დაიმატა. მათი დამატება გუნდს მნიშვნელოვანი სათამაშო რესურსით გააძლიერებს როგორც შეტევით, ისე დაცვის ფაზაში.
ახალი სეზონის დაწყებამდე, „რაგბის კლუბი ბათუმი“ 12 მოთამაშემ დატოვა, რაც მენეჯმენტს ახალი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას უჩენს. რამდენიმე დღის წინ, კლუბმა ასევე წარადგინა ძმები გიორგი და რეზო მარგალიტაძეები, რომლებიც ბათუმელთა შემადგენლობას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში შეუერთდნენ.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



