Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

რატომ იყენებენ ომეგა 3-ს ორსულობის დროს?

აჭარა თაიმსი დეკემბერი 20, 2024
omega

ომეგა 3-ის მოქმედი ნივთიერება ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც თევზის ქონი შეიცავს, ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

მხოლოდ იმ დაავადებების ჩამოთვლაც კი, რასაც ცხიმმჟავის დეფიციტი იწვევს, საკმარისია, რომ მივხვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი მედიკამენტია ომეგა 3 და რატომაა დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პრეპარატებს შორის.

ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია ანუ სისხლში ქოლესტერინის ფრაქციების მომატება,  მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია (ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა), შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა, ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე, ართრიტი, ართროზი, გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი, მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი, თვალის დაავადებები — ეს არასრული ჩამონათვალია დაავადებების, რომელთა სამკურნალოდ ან პრევენციისთვისაც ომეგა 3 გამოიყენება. გარდა ამისა, პრეპარატს აქტიურად იყენებენ ორსულობის პერიოდშიც.

 ომეგა 3-ის მნიშვნელობა ორსულობის დროს

ორსულობა საკმაოდ საპასუხისმგებლო პერიოდია ქალის ცხოვრებაში. სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება, რომელიც დედის ჯანმრთელობასთან ერთად პირდაპირპროპორციულად აისახება ნაყოფის განვითარებაზე.

ვინაიდან ამ შემთხვევაში ომეგა 3-ზე ვსაუბრობთ, ამიტომ ყურადღებას გავამახვილებთ ფეხმძიმობის დროს ამ ცხიმოვანი მჟავის საჭიროებაზე.

სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა 3-ის დეფიციტი ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში იწვევს გარკვეულ დარღვევებს, როგორიცაა  ერთი მხრივ ნაადრევი მშობიარობა. მისი დეფიციტი ასევე უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.

ორსულობის დროს ექიმების უმრავლესობა ქალებს ურჩევს, მიიღონ ომეგა 3, რადგან თუ დედის ორგანიზმში ცხიმმჟავას დეფიციტია და ნაყოფს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის თევზის ქონი, მაშინ თავად ნაყოფი იღებს დედისგან საჭირო ნივთიერებას. ამის გამო კი შეიძლება დედებში გაჩნდეს ომეგა 3-ის დეფიციტი, მშობიარობის შემდგომი დეპრესია და სხვა ფსიქიკური დარღვევები.

ამასთან ომეგა 3 იცავს ქალის ლორწოვანი გარსის მემბრანებს. მისი დამამშვიდებელი მოქმედება ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს  სასქესო სისტემის ლორწოვანი გარსის ბუნებრივი სინოტივე და დაიცვას გამოშრობისაგან. ლორწოვანი გარსის სიჯანსაღე კი მნიშვნელოვანია დედებისთვის, როგორც ფეხმძიმობამდე, ასევე ორსულობის და ორსულობის შემდგომ პერიოდში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ომეგა 3 ნაყოფის განვითარებისთვის

მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფს განვითარებისთვის სჭირდება ყველა საჭირო ნივთიერება, რომ სრულყოფილად ჩამოყალიბდეს. დედის ორგანიზმში ომეგა 3-ის დეფიციტი კი უარყოფითად აისახება მის განვითარებაზე.

გახსოვდეთ,  თევზის ცხიმოვანი მჟავა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულების ჩანასახის თავის ტვინის, მხედველობის, იმუნური და ნერვული სისტემების განვითარებაში. ასევე ცხიმმჟავა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ნაყოფის წონაზე.

ომეგა 3 ლაქტაციის დროს

თევზის ქონი მნიშვნელოვანია როგორც ნაყოფის განვითარებისთვის, ასევე ახალშობილისთვის. ძუძუთი კვების პერიოდში საჭიროა დედის ორგანიზმში ომეგა 3 ნორმაში იყოს, რომ მისმა დეფიციტმა  ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე უარყოფითად არ იმოქმედოს. ამიტომ ლაქტაციის პერიოდშიც რეკომენდებულია ცხიმმჟავის მიღება.

მიღების წესი

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას უნდა ვიყოთ ფრთხილად, განსაკუთრებით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. მართალია, ომეგა 3-ის მიღება ამ პერიოდში დაშვებულია დღეში 1 კაფსულის დოზით, მაგრამ ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დალიეთ იგი, დოზირების სრული დაცვით.

დაბოლოს, კარგად რომ გავიაზროთ რამდენად მნიშვნელოვანია ომეგა 3 ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ისეთ საპასუხისმგებლო პერიოდში როგორიცაა ორსულობა და ლაქტაცია, წარმოგიდგენთ ყველა ეფექტს, რომელსაც ეს მედიკამენტი ადამიანის ორგანიზმში იწვევს:

  • ის აძლიერებს იმუნურ, ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციულ, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას;
  • ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს (სხეულის ენერგეტიკულ რეზერვები), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს, თრომბის წარმოქმნის, გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების რისკებს, არტერიულ წნევას, ასევე ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, სისხლის მიმოქცევას, მათ შორის თავის ტვინში, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ორგანიზმის საერთო ტონუსს;
  • ზრდის სისხლძარღვთა ელასტიკურობას, სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას  სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას;
  • არეგულირებს გულის რიტმს და ამცირებს გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების რისკს;
  • უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, არეგულირებს წონას.

ერთი სიტყვით, ომეგა 3 ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში საჭირო მედიკამენტია, რომელიც აგავსებთ ენერგიით და ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტებით.

Post navigation

Previous: აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
Next: ბათუმში, შშმ პირებმა აქცია გამართეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები

ივნისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ივნისი 26, 2026
სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

სროლა ბათუმში, რამდენიმე ბინაში ჩამსხვრეულია მინები

ივნისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.