Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

რა დარღვევები დააფიქსირა სახელმწიფო აუდიტმა ხელვაჩაურის მერიაში

admin Posted on 2 წელი ago
xelvachauris meria_ajaratimes.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უწყების რიგი გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია, ამასთან იკვეთება დარღვევები.

კერძოდ, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების ნაკლოვანებები – 2021 წელს ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი 89%-ით, ხოლო გადასახდელები − 84%-ით შესრულდა. ამასთანავე, ბიუჯეტის ანგარიშზე 2021-2022 წლებში არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.

დაგეგმვაში არსებული ხარვეზები – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა- განხორციელებას, ამასთანავე, სამშენებლო მასალების და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების და სხვა გარემოებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების დროისთვის, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 63 სოფელში შიდა სასოფლო გზის მოწყობა რეაბილიტაციის მიზნით, გააფორმა 164, 888 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 დღეში ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილებები და ერთ-ერთ სოფელში ამოღებულ იქნა შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნულის საფუძვლად მითითებულია სოფლის რწმუნებულის ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მოწყობილია ბეტონის საფარით და შესაბამისად, აღარ არსებობდა დამატებით სამუშაოების განხორციელებისსაჭიროება.

პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაკლოვანება – მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გაუარესდა შემსყიდველის პირობები, ასევე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებლობით, ბიუჯეტში არ მოხდა დამატებით 13,407 ლარის მობილიზება.

სათანადო დოკუმენტაციის გარეშე გადარიცხული თანხები – მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქმედი რეგულაციების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადახდილია თანხები, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები, ხოლო ხელშეკრულებების შემთხვევაში არ დასტურდება შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღება.

საბიუჯეტო რესურსების გამოყენებაში არსებული ნაკლოვანებები – ა(ა)იპ − ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში 2019-2022 წლებში ზედმეტად გაცემულია თანხები, მათ შორის, როგორც ხელფასის სახით, ასევე სხვადასხვა საფუძვლით. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ იურიდიულ პირებში აღნიშნულისა, შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა.

ტრანსპორტის მოვლა-შენახვის და საწვავის ხარჯვის ნაკლოვანებები – მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკისათვის შეძენილი სათადარიგო ნაწილების და საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას, რის გამოც ვერ მივიღეთ რწმუნება 2021-2022 წლებში შესყიდული სათადარიგო ნაწილების და საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები – მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

ინფორმაციისთვის: აუდიტორების მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა.

Post navigation

Previous: დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია ბათუმში
Next: ბათუმთან ახლოს, სოფელ სახალვაშოში ხანძარია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

admin Posted on 2 დღის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

admin Posted on 3 დღის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბინა, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს რესან კონცელიძის ძმისშვილს ეკუთვნის

სულხან მესხიძე Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 13 საათის ago
რ/კ „ბათუმმა“ „არმიას“ აჯობა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

რ/კ „ბათუმმა“ „არმიას“ აჯობა

Posted on 1 დღის ago
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Posted on 2 დღის ago
ამინდის გაუარესების გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ამინდის გაუარესების გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო

Posted on 2 დღის ago
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

Posted on 3 დღის ago
ბათუმში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

Posted on 3 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 13 საათის ago
რ/კ „ბათუმმა“ „არმიას“ აჯობა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

რ/კ „ბათუმმა“ „არმიას“ აჯობა

Posted on 1 დღის ago
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Posted on 2 დღის ago
ამინდის გაუარესების გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ამინდის გაუარესების გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო

Posted on 2 დღის ago
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

Posted on 3 დღის ago

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.