მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა, ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კველვაში ვკითხულობთ.
აღსანიშნავია, რომ დასქმებულთა თვიური ნორმალური ანაზღაურება 26.2%-ით გაიზარდა, ხოლო სამშენებლო მასალები 7.4%-ით გაძვირდა.
„2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა12.4 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგშიდაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.91 და 4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – წერია განცხადებაში.