Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

“ქართული ოცნებისთვის” 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს – TI

აჭარა თაიმსი სექტემბერი 6, 2024
signal-2024-09-06-112200_002

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, ბათუმის მერიამ შპს „ახალი ბულვარს” 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, უკანონოდ აგრძელებს.

შპს „ახალი ბულვარის” დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი, ალექსანდრე ბაღათურია პოლიტიკური შემწირველია – 2016 წლიდან დღემდე მან “ქართულ ოცნებას” და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს 253,000 ლარი შეწირა (მათ შორის 15,000 ლარი – მიმდინარე წლის 6 აგვისტოს).

მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა კომპანიას 2023 წლის 1 სექტემბერს  ამოეწურა, თუმცა კარტინგის კლუბი დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. უფრო მეტიც, შპს „ახალი ბულვარი” 2024 წლის 25 მარტამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უზუფრუქტის წესით მოსარგებლედ იყო რეგისტრირებული და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ დაიწყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურები მოცემული ჩანაწერის გასაუქმებლად.

“საჯარო წყაროებით ვერ მოვიძიეთ ამ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ავტოდრომის  სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. 2024 წლის 23 თებერვალს მივმართეთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის 11 მარტს გვაცნობა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარგებლობის უფლების ვადა 2023 წლის 1 სექტემბერს ამოიწურა და მიმდინარე წლის 11 მარტის მდგომარეობით ის სარგებლობაში არ არის გაცემული. ამ პასუხმა დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ პოლიტიკური შემწირველის კომპანია უკანონოდ სარგებლობს  მუნიციპალური ქონებით,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, მიიღონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

Post navigation

Previous: ბათუმში ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა
Next: მოსახლეობამ ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა – რას ითხოვენ ადგილობრივები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 11, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 10, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე

ივნისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 11, 2026
70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს gia chkonia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

ივნისი 11, 2026
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

ივნისი 10, 2026
ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება

ივნისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 10, 2026
„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე

ივნისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 11, 2026
70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს gia chkonia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

ივნისი 11, 2026
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

ივნისი 10, 2026
ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება

ივნისი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.