ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა.
ქარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავი დაუზიანა. შემთხვევის შედეგად არავინაა დაშავებული. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.