Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ქება, კრიტიკისა და კითხვების ნაცვლად – თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

admin 14/06/2024
tornike rijvadze_AJARATIMES.GE

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. თორნიკე რიჟაძეს რიგით მეხუთე მოხსენება მისთვის უჩვეულო გარემოში მოუწია. ქება, კრიტიკისა და კითხვების ნაცვლად, სწორედ ასე წარიმართა პლენარული სხდომა.

უმრავლესობის დეპუტატებმა კითხვებზე მეტად დრო რიჟვაძის ქებასა და “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას დაუთმეს.

თავის მხრივ, თორნიკე რიჟვაძემ მხოლოდ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

სხდომის მიმდინარეობისას არ დაკონკრეტებულა როდის დასრულდება სოფლების გაზიფიცირება, ასევე, ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

მათ შორის, უცნობია როდის დასრულდება ახალი ბულვარის მოწყობა, რომელიც მთელს პერიმეტრზე გადათხრილია.

ინფორმაციისთვის: მოხსენების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

აქვე დაგაინტერესებთ: საკითხები, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა, მთავრობის თავმჯდომარის გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ: 

ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად აჭარის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, როგორც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ ფაქტორს.

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 726 553 700 ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტი, 2023 წელთან შედარებით, 153 902 300 ლარით, 26.8%-ით გაიზარდა. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 96.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება.

2023 წლის ბიზნეს სექტორი კვარტალურ მაჩვენებლებშიც ზრდის ტენდენციაა: IV კვარტლის მონაცემებით – ბრუნვა გაზრდილია 7%-ით, გამოშვება – 15%-ით, ხოლო დასაქმება – 8%-ით.

ტურიზმის დინამიკა აჭარაში მუდმივად მზარდია. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა  აჭარის რეგიონში 4 691 633 ვიზიტს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-თ, ხოლო 2019 წელთან შედარებით 10,4%-ით გაზრდილია.  2023 წელს, გაზრდილია ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.

უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული უცხოელი ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის, იანვარ-მარტში რეგიონში 363 021 უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც +8.7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2019 წელთან შედარებით კი გაზრდილია +44.2%-ით.

 2023-2024 წელს აჭარამ, ბათუმმა არაერთი აღიარება და ჯილდო მოიპოვა. ევროპის პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა და ასევე ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების ათეულში მოხვდა. INDEPENDENT- ის რეიტინგში ბათუმი ევროპის ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობლობების პუპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს.

მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება ისტორიული მნიშვნელობის პროექტები – დაბებისა და სოფლების წყალმომარაგება, რითაც 30 000 ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტი, სოციალური სახლების, სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ინტენსიურად მიმდინარეობს სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარება. ამ დროისთვის კურორტზე 28 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ ლარს აღემატება.

აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2023 წელს 22 მიმართულებით მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 49,09 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას, აშენდა და რეაბილიტირდა 17 ხიდი. 2024 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი გაიზარდა 63 983 516 ლარს შეადგენს. 27 მიმართულებით მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 66,87 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას. აშენდება და რეაბილიტირდება 19 ხიდი.

აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. მოსახლეობას ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების მიმართულებით 103 432 ბენეფიციარს  სხვადსხვა სახის სერვისი მიეწოდა. 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 51 255 000 ლარს შეადგენს. 2024 წელს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები ხორციელდება:

  • 30%-ით გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი
  • უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, ბენეფიციარებად დაემატა სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი. პროგრამა ამოქმედდა 2022 წლის ზაფხულში, დღემდე დაბადებულია 22 ბავშვი, ამჟამად შვილს ელოდება 12 წყვილი.
  • 2023-2024 წლებში ტრანსპლანტაციები ჩაუტარდა 47 პაციენტს.

აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი 132-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.

გაიზარდა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში სამინისტროს მხრიდან თანადაფინანსების წილი, ნაცვლად 40 000 ლარისა ეკომიგრანტი ოჯახები 50 000 ლარით ფინანსდებიან.

აჭარაში განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის სოციალური პროექტის, ოცნების ქალაქის მშენებლობა და ბინა 582 ოჯახს გადაეცა. დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება.

,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, პროგრამის ფარგლებშიც 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით ბათუმში 3000 ოჯახი ისარგებლებს.

მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების – ბათუმის პოლიკლინიკის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტირება მშენებლობა–რეაბილიტაციისთვის.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2023 წლის ბიუჯეტი 115 165 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტი – 140 621 000 ლარით. განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის შექმნის, კადრების მომზადების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მხრივ.

გრძელდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს გამოყოფილი იყო 37 მლნ  ლარი, ხოლო 2024 წელს 40 მლნ ლარი.

2023 წელს განხორციელდა 47 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.  2024 წელს ჯამში განხორციელდება 125 საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. 2023  წლის კულტურული მემკვიდრეობის ბიუჯეტი – 2 678 440 ლარს შეადგენს.

2024 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მიმდინარეობს  ხინოწმინდაში იოანე ნათლისმცემლის  ტაძრის რეაბილიტაცია, გონიო-აფსაროსის სამუზეუმო სივრცის განახლება და პეტრას ციხის ტერიტორიაზე ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, განხორციელდება ძენწმანისა და ზვარეს  ჯამეების რეაბილიტაცია, განხორციელდება ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის, ასევე, ლაო ჯინ ჯაოს სახელობის მუზეუმის სარეაბილიტაციო  სამუშაოები, შესყიდულ იქნება 6 ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლის საპროექტო დოკუმენტაცია;

2024 წლის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 35 794 492 მლნ ლარს შეადგენს. 2024 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:

  • ყინულის არენა და საცურაო აუზი
  • ქობულეთის უნივერსალური სპორტული კომპლექსი
  • ხელვაჩაურის სპორტკომპლექსი და ,,მაჭახელას“ საფეხბურთო სტადიონი
  • ქედის სასპორტო კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი
  • ჭადრაკის სასახლე
  • ფურტიოს და ხუცუბნის სარაგბო მოედნები
  • ხულოს მუნიციპალიტეტში, დაბა ხულოში, სპორტული სკოლა და საფეხბურთო სტადიონის მოწყობა

უკვე განხორციელდა ბათუმის სტადიონის, ბათუმის უნივერსალური სპორტკომპლექსის, შუახევის საფეხბურთო მოედნის, ღორჯომის სპორტული დარბაზის, ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა და გაუმჯობესდა სპორტსმენების სავარჯიშო პირობები.

2023 წლის განმავლობაში მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებსა და პირველობებში მიღწეულ იქნა წარმატებები და გაცემული იქნა 447 სპორტსმენსა და მწვრთნელზე ერთჯერადი ფულადი ჯილდო. ფულადი ჯილდოს ქვეპროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 1 000 000 ლარამდე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს ხორციელდება  სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის, აგრარული ექსტენციის პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივ ფერმერებს.

მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდა, უსასყიდლოდ დამუშავდა 2 136 ჰა მიწის სახნავ-სათესი ფართობი.

ციტრუსის სეზონზე სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა. 2023-2024 წლის ციტრუსის სეზონზე, მთლიანად ქვეყნის მაშტაბით ექსპორტირებულია სულ რეკორდული ღირებულების  – 26 112 000 აშშ დოლარის 41 061 ტონა სტანდარტული  ქართული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს 12 070 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ  3 017 000 ლარი შეადგინა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი გამოსცა
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სულხან მესხიძე 07/11/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

admin 07/11/2025
levan lazariashvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს

admin 06/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

06/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080 2
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.