Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა

სულხან მესხიძე აპრილი 17, 2026
bsu_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბსუ-ის სრულმა  პროფესორმა ირაკლი მანველიძემ სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და მათ ელექტრონულ პორტალზე უნებართვოდ შეაღწია, რის შემდეგაც ხუთ კოლეგას, სტუდენტების სახელით დაბალი შეფასებები დაუწერა.

ფაქტს გვიდასტურებს ხუთი ლექტორიდან ერთ-ერთი. მისი თქმით, დანაშაულში მხილებულმა პირმა ბოდიში მოიხადა, ხოლო საქმეზე გამოძიებას პროკურატურა 2024 წლიდან აწარმოებს. ამასთან, უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მანველიძემ დანაშაულის მოტივი პირად საუბარშიც არ განმარტა.

„ხუთ ლექტორს გაგვიკეთა ნეგატიური შეფასება. ყველასთვის ცნობილია, ვინც გააკეთა – დაადგინა უნივერსიტეტმა. პროგრამის ხელმძღვანელია და სტუდენტების პერსონალურ მონაცემებთან ხელი მიუწვდებოდა. სანამ ოფიციალურად დადგინდებოდა, შეგხვდა და ბოდიშიც მოგვიხადა. რატომ გააკეთა, არ აუხსნია. ეს სტუდენტის შეფასებად არ ჩაითვალა, ეს უკვე კრიმინალური შემთხვევაა და პროკურატურა გამძიებას აწარმოებს. წინა რექტორი ამ ამბის ჩაფარცხვას ცდილობდა, ახლანდელი კი დაინტერესებულია გამოძიების შედეგებით,“ — თქვა ჩვენთან საუბრისას ლექტორმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი მანველიძის მხილება თავად უნივერსიტეტმა მოახერხა. სასწავლებლის IT სამსახურმა, მას შემდეგ რაც საეჭვო ქმედებები დაფიქსირდა, დაკვირვება დაიწყო და მალევე აღმოაჩინა ნეგატიური შეფასებების ავტორი. მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, ირაკლი მანველიძე დღემდე აგრძელებს მუშაობას უნივერსიტეტში.

„მიმართეთ უნივერსიტეტის პრესსამსახურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ – გვითხრა ირაკლი მანველიძემ კითხვის დასმის შემდეგ და ტელეფონი გაგვითიშა.

მოგვიანებით ირაკლი მანველიძემ შეტყობინებით მოგვაწოდა მისი უფლებადამცველის ტელეფონის ნომერი და გვთხოვა, განმარტებისთვის მასთან დაგვერეკა. კობა ჯაბუამ კითხვის დასმის შემდეგ ყვირილი დაგვიწყო, თემის გაშუქება აგვიკრძალა, მოგვიანებით კი მუქარაზეც გადავიდა.

„რატომ არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას? პროკურატურა რომ აწარმოებს გამოძიებას, უნდა დაელოდოთ. მე ან ირაკლიმ ახლა რაზე უნდა გელაპარაკოთ? აქ კოლმეურნეობის ბაზარი ხომ არაა, რომ ყველაფერი ვილაპარაკოთ? კი არ გეჩხუბებით – ხმაურია აქ და ხმამაღლა გელაპარაკებით. გეუბნები, დაამთავრე; ამხელა კაცი ვარ, გეუბნებით და ვერ ხვდები? თქვენ არასწორად იქცევით, გიჩივლებთ. აღარ დარეკოთ ირაკლი მანველიძესთან, გაფრთხილებთ. კი არ გეჩხუბებით, ხმამაღლა გელაპარაკებით, რადგან არ გესმით. კარგად ბრძანდებოდეთ,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ადვოკატმა, კობა ჯაბუამ.

ბსუ-ის რექტორმა „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას. ტიტე აროშიძის თქმით, სამართლებრივი გადაწყვეტილების გარეშე მას რაიმე სახის რეაგირების უფლება არ აქვს. მისივე თქმით, ირაკლი მანველიძესთან ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.

„ეგ სიტუაცია ჩემამდე იყო, დეტალები არ ვიცი. ეს ამბავი უფრო ძველ თანამშრომლებს ეცოდინებათ. დიახ, სიმართლის დადგენით ვარ დაინტერესებული – ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს. მე რა უფლება მაქვს, სამართლებრივი შედეგის გარეშე რეაგირება მოვახდინო? რადგან საქმე გამოძიებაშია, მანველიძემ ახლა რა უნდა თქვას? ამ თემაზე მასთან არ მისაუბრია – რატომ უნდა შემეკითხა?“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ტიტე აროშიძემ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი მანველიძის სახელი წარსულშიც ფიგურირებდა ინციდენტში. საჯარო ცნობების თანახმად, პროფესორ ვლადიმერ ღლონტსა და ირაკლი მანველიძეს შორის სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შემთხვევა უნივერსიტეტში, ლექციების მიმდინარეობისას მოხდა.

  • ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებენ
  • 10 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი | ბსუ-ის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს
  • მერაბ ხალვაშმა და მარინა გიორგაძემ თანამდებობები დატოვეს, ტიტე აროშიძე ერთთვიან შვებულებაშია

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.