Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აჭარა თაიმსი აპრილი 15, 2026
tvitdasaqmebulebi. mopedebi,skuterebi_AJARATIMES.GE

თვითდასაქმებულებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარის  ტერიტორიაზე ელექტრო სკუტერებსა და მოპედებს აქირავებენ და აცხადებენ, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ეს საქმიანობაა.

აქციის მონაწილეების თქმით, გვიან ღამით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ტერიტორიიდან გაიტანეს, რის შედეგადაც საქმიანობა ფაქტობრივად შეუჩერდათ.

პროტესტის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება მათ სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. მათი თქმით, ოჯახების არსებობა სწორედ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, ხოლო ტურისტული სეზონის მოახლოების ფონზე საქმიანობის შეზღუდვა დამატებით პრობლემებს ქმნის.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათი განცხადებით, სასაუბროდ არავინ გამოსულა. ისინი ამბობენ, რომ არსებული ვითარება მათთვის გაურკვეველია და მომავლის გეგმების დასახვა უჭირთ.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ელექტრო ტრანსპორტის გაქირავების შეზღუდვის მიზეზი. საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია არც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და არც აჭარის მთავრობას.

ინფორმაციისთვის: ბათუმის ბულვარში აქტიურად მიმდინარეობს კაფე-რესტორნების დემონტაჟიც. ზღვისპირა პარკის თითქმის მთელ მონაკვეთზე არსებული ობიექტები უკვე დაშლილია ან მათი დანგრევა მიმდინარეობს.

ბათუმის ბულვარში მდებარე ქორწინების სახლი დაანგრიეს

ცნობისთვის: პარალელურად, საქმიანობა შეუჩერეს მცირე მოვაჭრეებსაც, რომლებიც სუვენირებსა და ნატურალურ წვენებს ყიდდნენ. თვითდასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, შეძლებენ თუ არა მუშაობის განახლებას ან რა პირობებით მოხდება მათი საქმიანობის გაგრძელება.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდასაქმებულებმა აქცია გამართეს – მოვაჭრეები პასუხს კვლავ ელოდებიან

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • თვითდასაქმებულებმა არ იციან როდის გააგრძელებენ ვაჭრობას – პროტესტი აჭარის მთავრობასთან
  • ახალ ბულვარში ფეკალური მასები ზღვაში ჩაედინება – სასტუმროებისა და აპარტამენტების მფლობელებს კანალიზაცია სანიაღვრე არხზე აქვთ დაერთებული
  • „კლარას ჰოთ-დოგებით“ ცნობილ ობიექტს აღარ ანგრევენ
  • დეპუტატის ოჯახის კომპანიამ ტენდერებიდან მილიონობით ლარი მიიღო – კვლევა
  • ბათუმის ბულვარში მეუღლის მშობლების ბიზნესის მფარველობისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.