Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ახალ ბულვარში ფეკალური მასები ზღვაში ჩაედინება – სასტუმროებისა და აპარტამენტების მფლობელებს კანალიზაცია სანიაღვრე არხზე აქვთ დაერთებული

სულხან მესხიძე აპრილი 29, 2025
IMG_9095

სანიაღვრე არხი ახალ ბულვარში, საიდანაც ზღვაში კანალიზაცია ჩაედინება

ბათუმის ახალ ბულვარში, ფეკალური მასების ზღვაში ჩადინებას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მათი თქმით, მიუხედავად პრობლემის ხილვადობისა, შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ზღვის დაბინძურების გარდა, ბულვარში გაუსაძლისი, სპეციფიკური სუნი დგას, რაც პირდაპირ აისახება დასახლებაში ცხოვრების ხარისხზე, ასევე, ზაფხულში ბინების გაქირავების შესაძლებლობებზე. მათი თქმით, დეველოპერებს უჭირთ ბინების გაყიდვა, ხოლო ტურისტულ სეზონზე – გაქირავება.

„ჩანს, ხილულია ეს ყველაფერი. ზაფხულში საშინელი სიტუაციაა. ახალ ბულვარში ბანაობა შეუძლებელი ხდება. თუ არ ვცდები შამბოებიდან ნაწრეტი წყალი მიედინება ზღვაში. ადლიაში, წლებია კანალიზაციის პრობლემაა და სამწუხაროა რომ აქამდე ვერ მოგვარდა ეს სიტუაცია,“ – განაცხადა დავით შალიკაძემ „აჭარა თაიმსთან“ საუბარისას.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, პარტია „ახალის“ წევრის ბაჩი მექვაბიშვილის, თქმით აპარტამენტებისა და სასტუმროების მფლობელები შამბოებს სანიაღვრე არხზე უკანონოდ აერთებენ, რათა რეზერვუარების გასუფთავების ხარჯები დაზოგონ.

„ადლიის განაშენიანება ინტენსიურად მიმდინარეობს, ამის ფონზე არაა საკმარისი კანალიზაციისთვის შამბოები. ზოგიერთი კორპუსის მეპატრონეს კანალიზაცია სანიაღვრე არხზე აქვს დაერთებული. ხედავთ როგორ ჩაედინება ზღვაში ფეკალური მასები ამ კორპუსებიდან წამოსული,“ – განაცხადა მექვაბიშვილმა „აჭარა თაიმსთან“.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადების შემდეგ, ახალ ბულვარში რამდენიმე სანიაღვრე არხი გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ფეკალური მასები გამჭოლი ლუქიდანაც ჩანს, საიდანაც ასევე, გაუსაძლისი სუნი იფრქვევა.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზეც გახმოვანდა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, დანაშაულზე რეაქცია არ ჰქონიათ. სხდომის თავმჯდომარემ კი მხოლოდ აღნიშნა, რომ „საკითხით დაინტერესდება“.

ინფორმაციისთვის: სპეციალისტების თქმით, ზღვაში ფეკალური მასებისა და დაუმუშავებელი კანალიზაციის ჩადინება სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანთა ჯანმრთელობას. ასეთი დაბინძურება იწვევს ზღვის ეკოსისტემის დაზიანებას, წყალმცენარეთა და წყალმცხოვრებლების მასობრივ დაღუპვას, ხოლო წყალში ჩასული პათოგენური ბაქტერიები და ვირუსები ადამიანებში ნაწლავური და კანის ინფექციების გავრცელებას იწვევს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ზღვის წყალში ფეკალური დაბინძურება პირდაპირ კავშირშია წყალთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებასთან.

ცნობისთვის: ცხადია, „აჭარა თაიმსი“ კითხვებით მიმართავდა ბათუმის მერიას. თუმცა, როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ თანამშრომლობს დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასთან — მათ შორის, ისინი საჯარო შეხვედრებსაც იზოლირებულ სივრცეში ატარებენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ თვითმმართველობას სურვილი გაუჩნდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, მათი კომენტარი სტილის დაცვით გამოქვეყნდება და მასალა განახლდება.

Post navigation

Previous: ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს, საქართველოდან გააძევებენ – სასამართლომ ლტოლვილის სტატუსზე საბოლოო უარი თქვა
Next: ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებიც

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 1, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 31, 2026
sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

ოქტომბერი 31, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.