Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ღამის სერენადები 2024“ დასრულდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 23, 2024
_AJARATIMES.GE

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 სექტემბერს დასკვნითი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

ბაროკოს მუსიკის წამყვანმა შემსრულებლებმა მევიოლინემ ანდრეს გაბეტამ და ბლოკ-ფლეიტისტმა მორის შტიგერმა, ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად წარმოადგინეს პროგრამა „ვივალდი და მეგობრები“. დამსწრე საზოგადოებამ უწყევტი აპლოდისმენტებითა და მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები.

გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

“ფესტივალმა წელს 3 დიდ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გამართა 7 შესანიშნავი კონცერტი არაჩვეულებრივი მუსიკოსების მონაწილეობით. წლევანდელი ფესტივალში მონაწილეობდნენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი / თურქეთი; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი. სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევდა ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას მსმენელს მომავალ წლამდე და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, თითოეულ მუსიკოსს, შესანიშნავ პუბლიკას.”

ანდრეს გაბეტა, მუსიკოსი:

“ამ ფესტივალის დამსახურებით საქართველოში მეორედ ვარ და აღფრთოვანებული ვარ ქართველი მსმენელის გამორჩეული და განსაკუთრებული გემოვნებით. ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულ ფესტივალში მონაწილეობა. მადლობა “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს, ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს მოწვევისთვის და უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ შესანიშნავი საღამოსთვის. საოცარი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა თქვენი ქვეყანა, სულმოუთმენლად ველოდებოდი აქ ჩამოსვლას და ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი კიდევ ერთხელ მომეცა.”

მორის შტიგერი, მუსიკოსი:

“პირველად ვარ საქართველოში და ამ საოცარ ფესტივალშიც პირველად ვიღებ მონაწილეობას. დაუვიწყარი კონცერტი იყო დაუვიწყარი ემოციებითა და არაჩვეულებრივი მსმენელით. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ მომიწვიეს. მადლობა ორკესტრს, დიდებულად ჩატარდა კონცერტი. ბევრი მსმენია თქვენი ქვეყენის შესახებ, მაგრამ აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი.”

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
Next: დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.