Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სულხან მესხიძე ნოემბერი 7, 2025
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრები მოქალაქე ინგა კოვზირიძე აცხადებს, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარამ“ იგი უსაფუძვლოდ დააჯარიმა. საუბარია გაზის მრიცხველის დაზიანების ფაქტზე, რომელიც მის სადარბაზოში ღია კაბინაშია დამონტაჟებული.

კოვზირიძის თქმით, მრიცხველები შენობის სადარბაზოში ღია მდგომარეობაშია და ყველას აქვს წვდომა, რის გამოც ვერ ხსნის, ვის შეიძლება დაეზიანებინა მოწყობილობა.

„ჩვენს სადარბაზოში მრიცხველები ღიად დგას. არ ვიცით, ვის შეეძლო შეხება და დაზიანება. ინკასატორმა ერთ-ერთ შემოწმებაზე თქვა, რომ თითქოს მრიცხველზე საეჭვო ნიშნები იყო და ექსპერტიზა დაინიშნა. ექსპერტიზამ დაადგინა დაზიანება, რაც ბუნებრივი აირის უკანონო მიტაცების ეჭვს იწვევს, რის საფუძველზეც 1600 ლარით დაგვაჯარიმეს. ამას არაკანონიერად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ,“ – უთხრა „აჭარა თაიმსს“ ინგა კოვზირიძემ.

მისივე თქმით, ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა დაზიანების შესახებ და გადასახადებს რეგულარულად იხდიდნენ:

„მრიცხველი მუშაობს, ჩვენ არ შეგვიმჩნევია რამე პრობლემა. ექსპერტიზამ კი დაასკვნა, თითქოს გაზის მოპარვის მცდელობა ყოფილა. არავინ ამბობს, ვინ დააზიანა, რით მოხდა ეს. წლებია, ჩვენს სადარბაზოში კაბინა ღიაა და ნებისმიერ გამვლელს შეუძლია მიადგეს მრიცხველს. ამ პირობებში მოქალაქე დაცული არ არის, მაგრამ პასუხისმგებელი მაინც აბონენტი გამოდის,“ — აცხადებს კოვზირიძე.

დაჯარიმებულმა მოქალაქემ მარეგულირებელ კომისიაში გაასაჩივრა კომპანიის გადაწყვეტილება და მომხდარის სრულყოფილი გამოკვლევა მოითხოვა. აბონენტი არ გამორიცხავს სასამართლოს გზითაც დაიცვას თავი და მოითხოვოს ჯარიმის გაუქმება.

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა „აჭარა თაიმსთან“ კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ კომპანია მომხმარებლის სარჩელის განხილვასა და მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას დაელოდება, რის შემდეგაც გადატარდება შესაბამისი ზომები.

Post navigation

Previous: ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს
Next: პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

აჭარა თაიმსი ივნისი 13, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ივნისი 15, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ივნისი 15, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.