Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

აჭარა თაიმსი მარტი 19, 2024
prokuratura_ajaratimes.ge

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში ბრალდებულები, დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

„ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებისა და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: სარფში ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
Next: ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

აჭარა თაიმსი ივნისი 13, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ივნისი 15, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

სპორტსმენებმა აჭარიდან ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ივნისი 15, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.