Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

შევთანხმდით ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – კაია კალასი

admin Posted on 1 წელი ago
kaia kalasi_AJARATIMES.GE

ვითარება ქართველი ხალხისთვის პოზიტიური მიმართულებით არ მიდის, დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს ან არ ზღუდავენ მედიის თავისუფლება -ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კაია კალასის თქმით, ამცირებენ პოლიტიკურ კონტაქტს და წყვეტენ დაფინანსებას საქართველოს მთავრობისთვის.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე. ევროკომისია წინადადებას წელსვე წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის, დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე, დამოუკიდებელ მედიაზე, რადგან საქართველოს მომავალი, ისევე როგორც სირიაში, მისი ხალხისთვისაა და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ის. დღევანდელი დისკუსიაზე შევჯერდით, შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. უნდა ითქვას, რომ იყო ინტენსიური დისკუსია და ასევე იყო უფრო მეტის გაკეთების სურვილი. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ, როგორი განვითარება იქნება, მზად ვართ დამატებითი ნაბიჯებისთვის. თუმცა სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა, სამწუხაროდ, ეს არ გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, უვიზო რეჟიმი და შეჩერება პირველი ნაბიჯია“, – განაცხადა კაია კალასმა.

ვის აქვს დიპლომატიური პასპორტი?

2015 წელს მიღებული კანონით “სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” და მომდევნო წლებში მიღებული დადგენილებებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ შემდეგ პირებს:

  • პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მეუღლეს
  • პრემიერ-მინისტრსა და მისი მეუღლეს
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
  • საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს
  • პარლამენტის წევრებს
  • პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორებს
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს
  • მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, მათ პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის  პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;
  • გენერალურ პროკურორს
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს – გენერალურ აუდიტორს;
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  უფროსს;
  • სახალხო დამცველს;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს;
  • ბიზნესომბუდსმენს;
  • უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წევრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს, სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს;
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტს;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, პრეზიდენტის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსსა და ამავე დეპარტამენტის მოხელეებს;
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსსა და ამავე სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს;
  •  პარლამენტის  აპარატის  უფროსსა  და  მის  მოადგილეებს, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსსა და მის მოადგილეს;
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ქორეპისკოპოსს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველსა და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
  • თავდაცვის ძალების მეთაურს;
  • ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებსა და უმაღლესი საბჭოების წევრებს;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს;
  • დაზვერვის სამსახურის უფროსს;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საქართველოს საპატიო კონსულებს, დიპლომატიურ კურიერებს, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და მეკავშირე პროკურორის დამხმარეს, თავდაცვის ატაშეებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომერციულ ატაშეებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეებს, არასრულწლოვან შვილებს, გერებსა და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს;
  • თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არაუმეტეს 15 თანამშრომელს, დაზვერვის სამსახურის არაუმეტეს 30 თანამშრომელს, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელს;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სისტემის  არაუმეტეს 50 თანამშრომელს;
  • სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
  • უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლებს, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირებს, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მეუღლეებს, არასრულწლოვან შვილებს, გერებსა და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნულ მოსამართლეებს;
  • ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს;
  • უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „თ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები

Post navigation

Previous: რა არის ჰემოროიდული დაავადება და როგორ გამოიყენება დეტრალექსი მის სამკუნრალოდ?
Next: ბათუმში, სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

admin Posted on 10 საათის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

admin Posted on 2 დღის ago
prokuratura_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

Facebook-ზე უნებართვო შეღწევა და ინტიმური ფოტოების მოპოვება – პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმე აჭარაში

admin Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 10 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 13 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 15 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 17 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago
გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 10 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 13 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 15 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 17 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.