Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

შეშფოთებას გამოვთქვამთ „აჭარა თაიმსის“ დირექტორზე სიტყვიერი თავდასხმის გამო – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 12, 2024
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE

შეშფოთებას გამოვთქვამთ „აჭარა თაიმსის“ დირექტორზე სიტყვიერი თავდასხმის გამო, ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, შეცვალოს დამაზიანებელი რიტორიკა და უზრუნველყოს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება. 

“11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის 14 კმ.-იანი მონაკვეთი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. საღამოს გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ არის – მძღოლებმა, რომელთაც სასიხარულო ახალი ამბავი მედიით შეიტყვეს, გზით სარგებლობა იმ საღამოსვე გადაწყვიტეს, თუმცა მათ ის ბეტონის ფილებით გადაკეტილი დახვდათ და უკან გაბრუნება მოუწიათ.

ეს ამბავი ონლაინ მედიასაშუალების „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა, სულხან მესხიძემ, ლაივით გააშუქა, რის შემდეგაც მას უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა ტელეფონზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა კრიტიკული გაშუქების გამო.

ის არც ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო თვეებში იმავე მიზეზით მსგავსი თავდასხმის ობიექტი გახდა. 

საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია, მიზანმიმართულად და სისტემურად ეწევა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, დისკრედიტაციას.

მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ.

დამძიმებული ვითარების  მსუსხავი ეფექტი საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ტოვებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, შეცვალოს დამაზიანებელი რიტორიკა და უზრუნველყოს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება,” – წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბათუმში ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
nika gvaramia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„26 მაისს მარშრუტს არ შევცვლით – რუსთაველი მოქალაქეებს ეკუთვნის“ – ნიკა გვარამია

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმი“ „ცსკა სოფიას“ კაპიტანს იმატებს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „ცსკა სოფიას“ კაპიტანს იმატებს

მაისი 26, 2026
„დინამო ბათუმმა“ „რუსთავი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „რუსთავი“ დაამარცხა

მაისი 26, 2026
თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და კითხვებს თავად უპასუხებს – დავით რიჟვაძე _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და კითხვებს თავად უპასუხებს – დავით რიჟვაძე

მაისი 25, 2026
ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ქობულეთის შემოვლით გზაზე qobuletis shemovliti gza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ქობულეთის შემოვლით გზაზე

მაისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 25, 2026
„26 მაისს მარშრუტს არ შევცვლით – რუსთაველი მოქალაქეებს ეკუთვნის“ – ნიკა გვარამია nika gvaramia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„26 მაისს მარშრუტს არ შევცვლით – რუსთაველი მოქალაქეებს ეკუთვნის“ – ნიკა გვარამია

მაისი 25, 2026
„დინამო ბათუმი“ „ცსკა სოფიას“ კაპიტანს იმატებს _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „ცსკა სოფიას“ კაპიტანს იმატებს

მაისი 26, 2026
„დინამო ბათუმმა“ „რუსთავი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „რუსთავი“ დაამარცხა

მაისი 26, 2026
თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და კითხვებს თავად უპასუხებს – დავით რიჟვაძე _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და კითხვებს თავად უპასუხებს – დავით რიჟვაძე

მაისი 25, 2026
ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ქობულეთის შემოვლით გზაზე qobuletis shemovliti gza_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ქობულეთის შემოვლით გზაზე

მაისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.