Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„26 მაისს მარშრუტს არ შევცვლით – რუსთაველი მოქალაქეებს ეკუთვნის“ – ნიკა გვარამია

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
nika gvaramia_AJARATIMES.GE

ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ტექნიკის, სცენისა და ეკრანების განთავსებაზე მიღებული უარისა, ოპოზიცია დაგეგმილ მარშრუტს არ შეცვლის.

გვარამიას თქმით, აქცია უკვე ორი თვეა დაანონსებულია და ხელისუფლებისთვისაც წინასწარ იყო ცნობილი. მისი განცხადებით, ოპოზიცია არ აპირებს დაემორჩილოს „ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს“.

„რუსთაველის გამზირი მოქალაქეებს ეკუთვნის და ისტორიულად პროტესტის გამოხატვის ადგილია. როგორც ლონდონში არსებობს ჰაიდ-პარკი, ისეა რუსთაველი თბილისში, ადგილი, სადაც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობდა. ზუსტად რუსთაველზე დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩვენც სწორედ მშვიდობიანი, პრინციპული პროტესტით ვაპირებთ რეჟიმის ჩამოშლას,“ – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ალიანსი 26 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყებს მსვლელობას და რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებს. გვარამიამ აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორები ბოლომდე შეეცდებიან ტექნიკის შეტანასა და სრულფასოვანი აქციის ჩატარებას. ამასთან, მან ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ნებისმიერი ტიპის ესკალაციისა და ინციდენტისგან.

„ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია და ემყარება მხოლოდ კონსტიტუციურ უფლებებს. პროცესებს აკვირდება როგორც საქართველოს საზოგადოება, ისე საერთაშორისო პარტნიორები,“ – თქვა გვარამიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა ალიანსმა 31 მარტს ეროვნული მობილიზაციის კამპანია დააანონსა და განაცხადა, რომ 26 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართებოდა.

Post navigation

Previous: სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026
frenburti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 8, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.