შუახევში, სოფელ ტაკიძეებში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი, ასევე, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ წელათში, ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევს განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 3 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუშანეთშიც. უწყების თანამშრომლებმა გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.
“ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა,” – აცხადებენ გარემოსდაცვით უწყებაში.



