გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. უწყების ცნობით, სამართალდამრღვევმა სოფელ გოგნიაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეები.
შემოწმების შედეგად ტერიტორიიდან ამოღებულია 39 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ფაქტზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წელს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 140-ზე მეტი ფაქტი გამოავლინეს.



