ოჯახი უკვე მეხუთე დღეა გაუჩინარებულ ბათუმელ მეზღვაურს, მირიან წულუკიძეს, ეძებს. მისი ბებია, ნაზი წულუკიძე, „აჭარა თაიმსს“ დაუკავშირდა და დახმარება გვთხოვა.
მისი თქმით, მირიან წულუკიძე სახლში ბრუნდებოდა, თუმცა მისი კვალი ბულგარეთის აეროპორტიდან ქრება.
„მშობლები წავიდნენ მოსაძებნად. საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყურადღებას არ გვაქცევს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, თქვენი იმედი მაქვს,“ – განაცხადა ნაზი წულუკიძემ „აჭარა თაიმსთან“ საუბარისას.
ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მეზღვაურის გაუჩინარების მიზეზი. ისინი იმედოვნებენ, რომ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შემდეგ საქმით შესაბამისი უწყებები უფრო აქტიურად დაინტერესდებიან.
„აჭარა თაიმსი“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს და მასალა განახლდება.



