Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ჩანთები და ველოსიპედი – ქურდობის სამი ფაქტი ბათუმში

სულხან მესხიძე აპრილი 2, 2024
policia_AJARATIMES.GE

AJARATIMES.GE-ისთვის ცნობილი ხდება, რომ ბათუმში, ერთ დღეში, ქურდობის სამი ფაქტი დაფიქსირდა. ორი ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ერთი მამია ვარშანიძის ქუჩაზე.

მოქალაქე გვიყვება, რომ ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, ორმა ბიჭმა ახალგაზრდა გოგოს ჩანთა გასტაცეს. მძარცველების დაკავება გამვლელებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

“ხალხმა დაიწყო ყვირილი, ავედენვნეთ თუმცა ვერ დავაკავეთ. ძალიან გახშირდა ქურდობის ფაქტები, განსაკუთრებით ძველი ბათუმის ტერიტორიაზე,” – ამბობს მოქალაქე “აჭარა თაიმსთან” საუბრისას.

ქურდობის მეორე ფაქტი კომპლექს “მაგნოლიაში” დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ველოსიპედი და მასზე დასამაგრებელი ბავშვის სავარძელი მოპარეს. დაზარალებულის თქმით, ველოსიპედი სადარბაზოში ჰყავდა გაჩერებული, თუმცა სპეციალური სამაგრით იყო დაკეტილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

“აჭარა თაიმსისთვის” ასევე, ცნობილი ხდება რომ ქურდობის მესამე ფაქტი მამია ვარშანიძის ქუჩაზე მოხდა. ამ შემთხვევაში მძარცველებმა ავტომობილი გატეხეს, საიდანაც ზურგჩანთა და უცხო ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოიპარეს, ასევე, პირადი ნივთებიც. მოქალაქე გვიყვება, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციას აცნობა.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები და დოკუმენტაცია დაიკარგა, დაბრუნების შემთხვევაში, მზად ვარ თანხით დავასაჩუქრო მძარცველი,” – ამბობს დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

აქვე დაგაინტერესებთ: ბათუმში ავტომობილები გაქურდეს

 

Post navigation

Previous: ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში 90 ლიტრი ვადაგასული ლუდი აღმოაჩინეს, ობიექტი 200 ლარით დაჯარიმდა
Next: “ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას კვლავ ცდის

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 2
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.