Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარეს

admin 30/10/2024
salome zurabishvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია, ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ცესკო პროკურატურას მიმართავს, ადმინისტრაცია არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების გამოძიებას ითხოვს
Next: არჩევნების გაშუქებისას 50-მდე ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლება დაირღვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

admin 04/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე სამი პირი დააკავეს

admin 03/10/2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს

admin 25/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა

09/10/2025
საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

09/10/2025
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

08/10/2025
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

08/10/2025
2025 წელს ჟურნალისტებზე ზეწოლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს ჟურნალისტებზე ზეწოლის 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – TI

08/10/2025
ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1) 1
  • საქართველო

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა

09/10/2025
საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

09/10/2025
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

08/10/2025
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

08/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.