Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • უცხოეთი

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 27, 2024
ivanishvili

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სასანქციო დადგენილების მიხედვით, „ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს იმ პირთა სიაში, რომელთა მიმართაც დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა; დაიბლოკება ქონება, აქტივები, რომლებიც აშშ-შია განთავსებული“.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის „უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის“ ლიცენზია ნომერ 116-ში საუბარია ავტორიზაციაზეც, რომელიც ენიჭება ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს. შესაბამისად, გენერალური ლიცენზიით, აშშ-ს მოქალაქეებს აქვთ უფლება, განახორციელონ ტრანზაქციები ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტს ფლობს ივანიშვილი, თუ ეს კომპანია ცალკე არ არის სასანქციო სიაში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ლიცენზია გარკვეულ ტრანზაქციებს არ ეხება.

ეს ლიცენზია არ ეხება სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების ავტორიზებას, თუკი ეს ცალკე ნებართვა არ გაიცემა. შესაბამისად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს „კრედიტ სუისთან“ დავის მოგების შედეგად დადგენილ თანხას.

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმაც. მილერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს.

„აშშ ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. მისმა ქმედებებმა შესაძლო გახადა ადამიანის უფლებების დარღვევები და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“, – წერს მილერი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: აჭარის მაუწყებელი ხალხს პირდაპირ ეთერს კვლავ არ უთმობს
Next: ერთობის ჯაჭვი ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ერაყში ტანკერზე სავარაუდო დრონით თავდასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

აჭარა თაიმსი მარტი 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში საქართველოზე – თითქმის 200-გვერდიანი დოკუმენტი დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

აჭარა თაიმსი მარტი 12, 2026
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის საქმეზე მესამე საჩივარი გააგზავნა

აჭარა თაიმსი მარტი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში IMG_5206
  • რეკლამა

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

მარტი 26, 2026
ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

მარტი 26, 2026
ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

მარტი 26, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს migrantebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

მარტი 26, 2026
უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

მარტი 26, 2026
ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს levan zoidze qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს

მარტი 25, 2026
„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში IMG_5206 1
  • რეკლამა

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

მარტი 26, 2026
ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა police_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

მარტი 26, 2026
ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

მარტი 26, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს migrantebi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

მარტი 26, 2026
უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

მარტი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.