
„ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში „ქართული ოცნების“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ქობულეთში დაფიქსირდა — მერობის კანდიდატმა ირაკლი ცეცხლაძემ 92.312% (26 718 ხმა) მიიღო.
აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა კი ბათუმის მერობის კანდიდატს, გიორგი ცინცაძეს მიუღია — მან 42 156 ხმა (80.55%) მოიპოვა.
ინფორმაციისთვის: საქართველოში არჩევნები გაიმართა პოლიტიკური რეპრესიებისა და ავტორიტეტული დამკვირვებლების გარეშე. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, დაპატიმრებული არიან.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ეს არჩევნები პირველი იყო, რომელსაც „21 საინფორმაციო რეგიონული მაუწყებლიდან 17 შეხვდა ისე, რომ ვეღარ აწარმოებდა ყოველდღიურ ახალ ამბებს“. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ვითარება მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვაზე მიუთითებდა.
ასევე, ქვეყნის ისტორიაში პირველად, არჩევნებს „საია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ აკვირდებოდნენ, რაც ექსპერტების შეფასებით, სერიოზულ ეჭვს აჩენდა პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობაზე.