Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს – შსს

აჭარა თაიმსი მარტი 17, 2026
geka geladze shss_AJARATIMES.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა. მათ შორის ერთ-ერთია ე.წ. „კანონიერი ქურდი“, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.

» აჭარაში სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და იღებდნენ „ქურდულ გადაწყვეტილებებს“. ისინი უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ასლან ქობულაძეს, და პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა სახის დავებს არეგულირებდნენ.

შსს ინფორმაციით, აღნიშნული „გარჩევების“ შედეგად, მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ, ხოლო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

» აჭარაში დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან და ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უწყება მომავალშიც მკაცრ და უკომპრომისო პოლიტიკას გაატარებს.

» დაკავებული არიან ძმები წულუკიძეები

Post navigation

Previous: ხულოში ლიმონათის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – პროცესი შეჩერებულია
Next: აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი, მაკა ივანიშვილი გაათავისუფლეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„აღსაზრდელები ბარცხანის ბაღიდან ამორიცხეს, ორთაბათუმის ბაღი კი ჯერ არ გახსნილა, ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ“

ლევან ურიდია ოქტომბერი 2, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

ლევან ურიდია სექტემბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 2, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.