Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი თავდასხმების გამო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

admin 19/03/2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE (1)

ფოტო: ედო მჟავანაძე

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე ტრაგედიას აშუქებდა, რამდენიმე თავდასხმისა და აგრესიული ქმედების სამიზნე გახდა. ამ ფონზე, მედიასაშუალების წარმომადგენელი, სულხან მესხიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს სამართლებრივი გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ადგილზე მომხდარი ინციდენტები ეწინააღმდეგება ჟურნალისტური თავისუფლების დაცვის პრინციპებს და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, 15 თებერვალს, როცა „აჭარა თაიმსი“ ოცნების დასახლებაში მომხდარ ტრაგედიას აშუქებდა, ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არაერთი დაბრკოლება შემექმნა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი, ასევე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მათ შორის ბათუმის ბულვარის თანამშრომელი დანიელ თურაძე, აგრესიას გამოხატავდნენ ჩემ მიმართ. ისინი ხელს მიშლიდნენ მუშაობაში, ცდილობდნენ ტექნიკის დაზიანებას და მავიწროებდნენ.

საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს არ იყო მხოლოდ სპონტანური აგრესია – ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, რომ მედიას არ ჰქონოდა საშუალება, მომხდარი მოვლენები ობიექტურად გაეშუქებინა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ადგილზე მყოფი პოლიციელები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ჟურნალისტის უსაფრთხოება, არანაირ რეაგირებას არ ახორციელებდნენ. დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდის თვითმხილველები იყვნენ ჩინოვნიკებიც. კერძოდ, ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, თავმჯდომარე – ირაკლი თავდგირიძე, ასევე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე, რომლებსაც ფაქტზე რეაქცია არ ჰქონიათ, რაც მიჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ პროცესი მართულია “ქართული ოცნების” მიერ.

დღემდე გრძელდება სოციალური ქსელებით ჩემს წინააღმდეგ მუქარისა და სიძულვილის ენით გაჯერებული ტექსტები გავრცელება, მათ შორის საჯარო მოხელეების მხრიდან. ცხადია ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა მხოლოდ ფიზიკური აგრესიით არ შემოიფარგლება. დღეს, 19 მარტს, ოფიციალურად მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რადგან უწყებას საჯაროდ გავრცელებულ კადრებზე დღემდე რეაგირება არ მოუხდენია. მოვითხოვ, რომ ყველა აღნიშნული ფაქტი დეტალურად იქნას შესწავლილი და პასუხისმგებელი პირები კანონის წინაშე წარდგნენ. მე არ ვაპირებ შევეგუო ჟურნალისტების შევიწროებას და შევშინდე მუქარის გამო. მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა. სიმართლის თქმა ჩემი პროფესიული და ეთიკური ვალდებულებაა და ვერავინ მაიძულებს, გავჩუმდე,” – სულხან მესხიძე, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელი და დირექტორი.

მსგავსი თემები:

შეშფოთებას გამოვთქვამთ „აჭარა თაიმსის“ დირექტორზე სიტყვიერი თავდასხმის გამო – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

„ქართული ოცნება“ ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული – ქარტია

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
Next: ხანძარი “ოცნების ქალაქში”

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 20/10/2025
giorgi gaxaria_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

admin 20/10/2025
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ამოღებულია მილიონობით დოლარი და ძვირფასი ნივთები – სუს-მა ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების სახლები გაჩხრიკა 

admin 18/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხანძარი ბათუმში xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/10/2025
გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის giorgi gaxaria_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

20/10/2025
ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

20/10/2025
ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

20/10/2025
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

19/10/2025
ხანძარი ბათუმში xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/10/2025
გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის giorgi gaxaria_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

20/10/2025
ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

20/10/2025
ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

20/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.