Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბათუმის ინკლუზიური დასის ხელმძღვანელობა მერს მიმართავს

სულხან მესხიძე აგვისტო 6, 2024
inkluziuri dasi_AJARATIMES.GE

ბათუმის ინკლუზიური დასი “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართავს. საქმე უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება, რომელშიც დასის აზრით, გამოუცდელმა მონაწილემ გაიმარჯვა, შედეგად მათი არსებობა საფრთხის ქვეშ დადგა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საქმის ირგვლივ ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბათუმის მერია გადაწყვეტილებას არ შეცვლის უწყების სატენდერო კომისიას სასამართლოში უჩივლებენ.

“ინკლუზიური დასისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი იყო მერიის მხრიდან დღეისათვის არის საფრთხის წინაშე. კერძოდ, აღნიშნული თანხა ტენდერზე გავიდა და დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა გაიმარჯვა, რომელიც არის არაკვალიფიციური. ორგანიზაციას დოკუმენტაციაც ხარვეზებით აქვს წარდგენილი. ის ვერ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, თუმცა გამარჯვებულად დასახელდა. ამ გარემოებებზე კი სატენდერო კომისიას თვალი აქვს დახუჭული. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვქონდა, არაჩვეულებრივი დასი ჩამოყალიბდა, საერთაშორისო დონეზეც კი სხვებს კონკურენციას ვუწევდით. ჩვენ ღია წერილით მივმართავთ ბათუმის მერს. არჩილ ჩიქოვანისგან ვითხოვთ განმარტებებს. ვითხოვთ გამარჯვებული კომპანიის ხარვეზებზე ახსნა განმარტება, მათ შორის ხელშეკრულების გაბათილებას ვითხოვთ,” – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ნატალია გალოგრემ, რომელიც ინკლუზიური დასის ხელმძღვანელია.

რატომ გაიტანა დასის დაფინანსების საკითხი ბათუმის მერიამ ტენდერზე, ასევე, რატომ გაიმარჯვა ხარვეზების მქონე კომპანიამ ტენდერში – ნატალია გალოგრემ შესაძლო გარემო ფაქტორებზეც ისაუბრა. კერძოდ, ინკლუზიური დასის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო მერიამ ისინი დასაჯა. ნატალია გალოგრეს თქმით, ყველგან და ყოველთვის პროევროპულ პოზიციას აფიქსირებს, რაც შესაძლოა ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

“დაბეჯითებით ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გარემოებები ამის თქმის საფუძველს მაძლევს. გაუგებარია რატომ გაიმაჯრვა იმ კომპანიამ, რომელსაც ყველამ მხრივ დარღვევები აქვს, მათ შორის გამოცდილების არმქონეა. ფაქტი სახეზეა, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს პოლიტიკურ განწყობებს, სხვა შემთხვევაში ჩვენი დასი დაკისრებულ მოვალეობას მაღალპროფესიულად ასრულებდა და ამ მხრივ პრეტენზიები არ არსებობდა” – აღნიშნა ნატალია გალოგრემ.

ინფორმაციისთვის: ინკლუზიური დასი 2019 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე 10-მდე წარმოდგენა აქვთ დადგმული.

ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” პრესკონფერენციას მერიაში არ უპასუხეს.

Post navigation

Previous: გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა
Next: რა აჩვენა ბათუმის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის კვლევამ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
gaupatiureba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

ოქტომბერი 20, 2026
[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე koba jumushadze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე

ოქტომბერი 20, 2026
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება

ოქტომბერი 20, 2026
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

ოქტომბერი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 20, 2026
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული xe tye_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

ოქტომბერი 20, 2026
[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე koba jumushadze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე

ოქტომბერი 20, 2026
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება

ოქტომბერი 20, 2026
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

ოქტომბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.