Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი შეუჩერა

სულხან მესხიძე იანვარი 23, 2026
tornike rijvadze_AJARATIMES.GE

ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა. ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუდასტურეს.

სკოლის დირექტორის, ქეთევან გვარჯალაძის განმარტებით, გადაწყვეტილება მოსწავლეთა დედის, მაგდა მამულაძის წერილობითი განცხადების საფუძველზე მიიღეს. მისი თქმით, ბავშვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდნენ, რის შემდეგაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა ამოქმედდა.

„ამ ეტაპზე ბავშვებს სტატუსი შეჩერებული აქვთ, თუმცა დოკუმენტაცია სკოლიდან არ გაუტანიათ. მოქმედი წესის მიხედვით, თუ მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში არ დადის სკოლაში, მშობლის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სტატუსის შეჩერება. განცხადება ერთ-ერთმა მშობელმა გადმოაგზავნა. დაბრუნების შემთხვევაში, მათ იმავე კლასში აღუდგებათ სტატუსი. განცხადებაში არ ყოფილა განმარტებული სტატუსის შეჩერების მიზეზი“, – განაცხადა „აჭარა თაიმსთან“ საუბარში ქეთევან გვარჯალაძემ.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა. ოჯახი თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა. თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ინფორმაციისთვის:პროკურატურის ვერსიით, 6 ივლისს, თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან, რა დროსაც მალულად აიღო მასპინძლის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დაუდევრად იყო მოთავსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე შემინულ ფანჩატურში და მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

აქვე დაგაინტერესებთ:

  • რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა

„მე რომც ვიცოდე, არ მაქვს იმის უფლება, რომ სხვის მაგივრად ვისაუბრო“ – დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძეზე

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.