Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში ავარიული ხიდის მშენებლობა, ადგილობრივების თქმით, უკვე ორჯერ დაიწყო, თუმცა ორივე შემთხვევაში სამუშაოები მალევე შეჩერდა.

ბათუმის მერიამ სამუშაოების განახლების შესახებ საზოგადოებას ბოლოს მიმდინარე წლის აპრილში აცნობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის დასრულების სახელშეკრულებო ვადად მიმდინარე წლის ივნისია განსაზღვრული.

თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ტექნიკა აღარ მუშაობს და სამშენებლო პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ადგილზე ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე იმყოფებოდა, თუმცა ამის შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელებულა.

„მოიყვანეს ტექნიკა, გადაკეტეს ხიდი, ჩადგეს კაბინები, გადაიღეს ფოტოები, შემდეგ წაიღეს კაბინები, ტექნიკაც წაიყვანეს და მორჩა. შემდეგ ისევ მოვიდნენ, ლაზერით აზომეს, ისევ გადაიღეს ფოტოები და წავიდნენ.  დაგვცინიან“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „აჭარა თაიმსთან“ საუბარისას.

კითხვით მივმართეთ ბათუმის მერიას, რატომ არ მიმდინარეობს ადგილზე აქტიური სამუშაოები. უწყებაში წერილობით გვიპასუხეს და ირწმუნებიან, რომ მშენებლობის პროცესი სხვა ეტაპზეა გადასული.

„ამ ეტაპზე ქარხანაში მიმდინარეობს ხიდის მალების დამზადება. მათი ტრანსპორტირება და ადგილზე მონტაჟი თვის ბოლოს დაიწყება. არსებული ხიდის დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა, რადგან მოსახლეობა ფეხით გადაადგილდება ხიდზე,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჩაკეტილი ხიდის გამო დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ მოძრაობს, ხოლო გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ.

ავარიული ხიდი გასული წლის მაისში დაიკეტა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ერთი წლის შემდეგაც დაუსრულებელია.

ნახეთ, ამ თემაზე „აჭარა თაიმსის“ მიერ მომზადებული მასალა არქივიდან 🔻

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

 

Post navigation

Previous: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს
Next: ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

patimrebis mshoblebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე დაკავებულთა მშობლებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026
batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

ივლისი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 21, 2026
ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 90-ს აღწევს – NGO _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 90-ს აღწევს – NGO

ივლისი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 20, 2026
ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე დაკავებულთა მშობლებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა patimrebis mshoblebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე დაკავებულთა მშობლებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა

ივლისი 20, 2026
ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა

ივლისი 20, 2026
დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

ივლისი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 21, 2026
ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 90-ს აღწევს – NGO _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 90-ს აღწევს – NGO

ივლისი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 20, 2026
ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე დაკავებულთა მშობლებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა patimrebis mshoblebi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე დაკავებულთა მშობლებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა

ივლისი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.