Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე დასაქმებული 100-ზე მეტი ადამიანი 6 თვეზე მეტია უხელფასოდაა

სულხან მესხიძე მაისი 27, 2025
_AJARATIMES.GE

ბათუმის შემოვლით გზაზე დასაქმებული დაცვის სამსახურის თანამშრომლები უკვე 6 თვეზე მეტია, ანაზღაურებას ვერ იღებენ. 100-ზე მეტმა თანამშრომელმა “აჭარა თაიმსს” განუცხადა, რომ შპს „ფოლად იოლს“ სოლიდური ვალები აქვს და ისინი ხელფასის გარეშე დატოვეს.

დასაქმებულების თქმით, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფმა ადამიანებმა სამსახურის მიტოვება იძულებით გადაწყვიტეს, თუმცა ანაზღაურების მიღების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ. მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა დაპირებებს არ ასრულებს, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, როგორც კონტრაქტორ ორგანიზაციას, ვითარების გარკვევა არც უცდია.

„ყოველ დღე გვპირდებიან, ხვალ, ზეგ, შემდეგ კვირაში… ასე უკვე ნახევარი წელია. ახლა უკვე მოტყუებად აღვიქვამთ ამ დაპირებებს,“ — აცხადებე დასაქმებულები.

დასაქმებულები დღეს კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართეს. მათი თქმით, იმედი აქვთ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრობლემას ყურადღებას მიაქცევს და ვალის გადახდას დააჩქარებს.

კომპანიის ბუღალტერისგან კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ, მესამე პირის დახმარებით, კონტაქტზე გავედით კომპანიის დირექტორთან, რომელმაც განაცხადა, რომ დავალიანება სამ დღეში სრულად დაიფარება. თუმცა, მრავალჯერადი შეუსრულებელი დაპირებების ფონზე, დასაქმებულებს არც ამ განცხადების სჯერათ.

დასაქმებულები მედიის მხარდაჭერის იმედით უკვე საჯაროდ საუბრობენ კომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე და სახელმწიფოსგან ჩარევას მოითხოვენ. ისინი ასევე, მიმართავენ შრომის ინსპექციას.

Post navigation

Previous: სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი გადაყვანილია წინასწარი მოთავსების იზოლატორში
Next: კარჩაკეტილი მმართველობა აჭარაში – ცოტნე ანანიძე თვითიზოლაციის პოლიტიკაზე კითხვებს არ პასუხობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.