
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს. მათ დანით მიყენებული ჭრილობები აქვთ. ორივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემთხვევის დეტალები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.