ბათუმში, საპროტესტო მარში გაიმართა. დემოსტრანტები თავდაპირველად აჭარის მთავრობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. ეს იყო რიგით 26-ე ღამე, საზოგადოების დიდი ნაწილი ახალ არჩევნებსა და დაპატიმრებულების გათავისუფლებას კვლავ ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის, წერეთლის, ბარათაშვილის, გრიბოედობის და სხვა ქუჩები პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. ასევე, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ გარეთ გამოვიდნენ და პროევროპულ აქციას შეუერთდნენ.
“მსვლელობები, მარში და პროტესტი იქნება უწყვეტი, ვიდრე “რუსული ოცნება” ჩვენს გზავნილს არ გაიგებს. მშვიდობიან პროტესტი გვაქვს: პროვოკაციები, ძალადობა, შანტაჟი და მუქარა არის რუსული ხელწერა. “ქართული ოცნება” არის მოძალადე მთავრობა, რომელსაც არ სურს, ქვეყანა წაიყვანოს დასავლური კურსისკენ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები
პირდაპირი ჩართვის ბმულები ⇓



