Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს 

სულხან მესხიძე აპრილი 20, 2026
taqsis mzgolebis aqcia_AJARATIMES.GE

ბათუმში სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტეს. მათი მთავარი მოთხოვნა დამსაქმებლების მიერ დაწესებული ტარიფებისა და მაღალი საკომისიოების გადახედვაა.

მძღოლების თქმით, არსებული პირობებით მიღებული შემოსავალი არასაკმარისია, განსაკუთრებით გაზრდილი საწვავის ფასების ფონზე. ისინი აცხადებენ, რომ თუ მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება და საკომისიო არ შემცირდება, მუშაობა მათთვის ეკონომიკურად არარენტაბელური ხდება.

აქციის მონაწილეები პროცესში მთავრობის ჩართულობასაც ითხოვენ. მათი შეფასებით, პრობლემის გადაწყვეტა მძღოლების ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

„ჩემზე მეტი მიაქვს დამსაქმებელს. აქ ვინც დგას, თითქმის ყველა ოჯახი მინიმუმ სამი წევრისგან შედგება. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ელოდება საღამოს ჩვენს მიერ გამომუშავებულ ფულს, მაგრამ ვერ ვახერხებთ – დღეს აქ ვდგავართ. თუმცა, რომც არ ვიდგეთ, მაინც არაფერი დაგვრჩება. აქციაზე პირდაპირ საავადმყოფოდან მოვედი. დღეში 12-14 საათს ვმუშაობთ და ბოლოს შეიძლება ბავშვისთვის კანფეტის ფულიც არ გვქონდეს. კომპანიას საერთოდ არ ადარდებს ჩვენი მდგომარეობა. ახლა მანქანაზე რეკლამას ვხსნი – უკვე მეზიზღება, მანქანის დანახვაც აღარ მინდა. დილით გაღვიძებაც არ მინდა იმ აზრით, რომ მოჯამაგირე ვარ. მთელი დღე ვმუშაობ, შშმ პირი ვარ და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ოჯახის შენახვას,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა ჩვენთან საუბარში.

პროტესტის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა არათანაბარი კონკურენციაც. მძღოლები ამბობენ, რომ კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, ტაქსის სფეროში კვლავ მუშაობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც, მათი ინფორმაციით, აპლიკაციებში სხვისი ქართული პირადობის გამოყენებით რეგისტრირდებიან და რეგულაციებს გვერდს უვლიან.

მძღოლების მოთხოვნებს ამ ეტაპზე ტაქსის კომპანიები არ გამოხმაურებიან, რის გამოც უცნობია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი უახლოეს პერიოდში.

Post navigation

Previous: ბათუმში, წყლის მილის დაზიანების გამო გზა ჩავარდა – ავტომობილი ორმოში აღმოჩნდა
Next: ბათუმში ტერორიზმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.