Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

ბიძინა ივანიშვილის განცხადების რეკლამირებაში, რომელშიც იგი “ოს დებსა და ძმებს” ბოდიშს უხდის, იმედმა და Postv-მ 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს – აი ფაქტი

აჭარა თაიმსი სექტემბერი 18, 2024
ivanishvili

ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გარეკლამებაში, სადაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ გორში შეკრებილ მოსახლეობას უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს “ოს დებსა და ძმებს”, სამთავრობო და პროპაგანდისტულმა არხებმა “იმედმა” და Postv-მ 1 400 დოლარი გადაიხადეს.

“ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საზოგადოებისგან საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე დღეა სამთავრობო არხები და “ქართული ოცნების” სხვა წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა თუ თავიანთი კომენტარების გასავრცელებლად სოციალური ქსელის პოსტებს არეკლამებენ. 

მაგალითად, 14 სექტემბრის შემდეგ, მხოლოდ “ქართული ოცნების” Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების დარეკლამებისთვის დაახლოებით 600 აშშ დოლარი არის დახარჯული. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმაც გადაიხადეს თანხა თავიანთი პოსტების დარეკლამებაში, რომლებიც ძირითადად ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებოდა. ამ მიზნით მამუკა მდინარაძემ 100$ დახარჯა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა- 200$. 

აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სამთავრობო არხებიც იხდიან თანხას სოციალური ქსელის რეკლამებში, რათა ხელი შეუწყონ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გავრცელებას. ტვ იმედმა მამუკა მდინარაძის გამოხმაურებისა და გორში ჩატარებული შეხვედრის ვიდეოს დარეკლამებაში საერთო ჯამში 200 აშშ დოლარი გადაიხადა. 

გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა ტელეკომპანია პოსტვ-მ. ბიძინა ივანიშვილის განცხადების დარეკლამებაში ტელეკომპანიამ 700$ გადაიხადა, შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაში დამატებით 300$, მამუკა მდინარაძისა და კახა კალაძის კომენტარები კი 100-100 აშშ დოლარით დარეკლამდა. 

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილ სამხედროებსაც. “ქართული ოცნების” წევრები და პარტიასთან აფილირებული ტელეკომპანიები კი სოციალურ ქსელში დარეკლამებული პოსტებით ხელს უწყობენ ამ განცხადების გავრცელებასა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას,” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბათუმი VS არესი
Next: ბათუმში მაღაზია გატეხეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.