Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბიძინა ივანიშვილი დამალული ქონების საქართველოში გადმოტანას გადასახადების გარეშე შეძლებს

სულხან მესხიძე აპრილი 19, 2024
ivanishvili

73 მომხრე და 9 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. ოფშორებში რეგისტრირებული ქონების საქართველოში გადმოტანა მარტივად იქნება შესაძლებელი, გადასახადების გარეშე. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა.

საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას, ისინი გახსნიან საწარმოებს, დაიბეგრებიან, რაც დადებითად აისახება ქვეყანაზე.

პაატა კვიჟინაძის განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, რუსეთთან მიაბას აღნიშნული ოფშორული კომპანიები, თუმცა ისინი დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები არიან.

ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც 100-მდე კომპანია ე.წ. ოფშორულ ზონებში აქვს რეგისტრირებული.

საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდვინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.

ელოდა სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს,“ – წერს რომან გოცირიძე.

Post navigation

Previous: 27 ეკომიგრანტს აჭარაში ბინა გადასცეს
Next: როგორი იქნება ამინდი უქმეებზე – პროგნოზი რეგიონების მიხედვით

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის კონტროლი სამხრე კამერებით განხორციელდება

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

ივნისი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 18, 2026
1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება

ივნისი 18, 2026
სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ივნისი 18, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

ივნისი 18, 2026
დინამო ბათუმმა ტორპედო დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამო ბათუმმა ტორპედო დაამარცხა

ივნისი 18, 2026
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი policia_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

ივნისი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 18, 2026
1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება

ივნისი 18, 2026
სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ივნისი 18, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

ივნისი 18, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.