Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ბოლო 10 წლის მანძილზე სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა – IDFI

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2025
xalxi_AJARATIMES.GE

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა, რაც 409 მილიონი ლარის ზრდას ნიშნავს. აღნიშნული ზრდა შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვნად მომატებულ ხარჯებს უკავშირდება.

ორგანიზაიის ინფორმაციით, ყველა ამ ხარჯში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს. 2013 წლიდან, ეს ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, ამჯერად კი 90.7 მილიონი ლარიდან 592.6 მილიონ ლარამდე მოიმატა, რაც მეტწილად აღნიშნული კატეგორიის თანამშრომელთა რიცხვისა და ანაზღაურების გაზრდის შედეგია.

რაც შეეხება ავტომობილებისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებს, 2024 წელს ეს თანხა რეკორდული, 178 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტში უპრეცედენტო ზრდას ნიშნავს.

საინტერესოა, რომ 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან წარმომადგენლობით ღონისძიებებზე (სარესტორნო მომსახურება, საჩუქრები და ა.შ.) 30.8 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც საჯარო ღონისძიებების ორგანიზებასა და პროტოკოლური ხარჯების დაფარვას მოიცავს.

ბიუჯეტის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაჩვენებელი არის დასაქმებულთა რიცხვი სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში (მუნიციპალიტეტების გარდა), სადაც 2024 წელს მუშაობდა 189.5 ათასი ადამიანი, რაც ისტორიული მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 10 წლის განმავლობაში სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით გაორმაგდა და 73.6 ათასი ადამიანი შეადგინა. მხოლოდ ერთ წელიწადში ეს რიცხვი 25%-ით გაიზარდა.

ამასთან, აღნიშნული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ხარჯები და დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის ფისკალური სტაბილურობისა და რესურსების ეფექტიანობისათვის.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირეს – რა ვიცით მათზე
Next: ფიზიკურ პირს შეიძლება მეილების კონტროლიც დაუწესონ – საია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post 5
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.