Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირეს – რა ვიცით მათზე

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2025
sanqcia_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, დასავლურმა ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის 4 წევრი; „ქართული ოცნების“ 32 მაღალჩინოსანი; 33 მოსამართლე, 12 პროკურორი; 10 პოლიციელი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ აღნიშნული ზომები მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით.

„წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები“.

დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

ანონიმური სანქციები

შეერთებულმა შტატებმა დააწესა დამატებით სავიზო შეზღუდვები 100 პირზე, მათ შორის არიან: პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, ზოგიერთი კერძო მოქალაქე და ყველა ამ პირის ოჯახის წევრები. ამ პირების სახელები არ გასაჯაროებულა სავიზო კონფიდენციალურობის კანონმდებლობის გამო.

ლატვიამ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს 13 მოქალაქეზე დამატებითი სანქციები (სამოგზაურო შეზღუდვები) გამოაცხადა; თუმცა, მათ ამ პირების ვინაობა ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.

2025 წლის 3 მარტს ბალტიის ქვეყნებმა ჯამში 145 პირს დაუწესეს სამოგზაურო შეზღუდვა. ლიეტუვა და ლატვიის მიერ დასანქცირებული 90 პირის ვინაობა უცნობია, ხოლო ესტონეთის მიერ დასანქცირებული დარჩენილი 55 პირის ვინაობა აღბეჭდილია საინფორმაციო ბარათზე.

სანქციები დააწესა გერმანიამაც. 2024 წლის 31 დეკემბერს, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“. მათი ვინაობა ამ დროისთვის არ არის ცნობილი. 2025 წლის 24 მარტს, გერმანიამ დამატებითი დააწესა სამოგზარუო შეზღუდვები, თუმცა სანქცირებულთა რაოდენობა და ვინაობა უცნობია.

ევროპარლამენტის რეზოლუცია

2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და დანიშნოს ახალი არჩევნები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუყინოს აქტივები და პერსონალურად დაასაქნციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვა და პროპაგანდისტები.

მთლიანობაში, ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანის დასანქცირებას ითხოვს:

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა ალექსანდრე ივანიშვილი; დის შვილი შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრი: ვახტანგ გომელაური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი: გრიგოლ ლილუაშვილი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ნათია თურნავა.

ბიზნესმენები: ივანე ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: თორნიკე რიჟვაძე.

ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი: ილია წულაია.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი: კახი ბექაური.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი: ლაშა ნაცვლიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე: ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი: თინათინ ბერძენიშვილი.

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

ტელეკომპანია „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი: ირაკლი რუხაძე.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი: თამაზ გაიაშვილი.

ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Post navigation

Previous: „ს/კ გონიომ“ ლიგა ორის პირველი მატჩი მოიგო
Next: ბოლო 10 წლის მანძილზე სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა – IDFI

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აგვისტო 12, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აგვისტო 12, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.