Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ბსუ-მ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა” – როლანდ შავაძე გაათავისუფლეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 26, 2024
roland shavadze_AJARATIMES.GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა, ამის შესახებ როლანდ შავაძე სოციალურ ქსელში წერს. გადაწყვეტილებას შავაძე პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

“ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტმა, (ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა) 6 წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს…

ბსუ-ში მივიღე მაგისტრის და დოქტორის ხარისხი. 2018 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით 6 წელი ვიყავი დასაქმებული. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი, თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა.

რეალურად, ორი კვირის წინათ, პასუხისმგებელი პირი, როგორც სალექციო საათებზე, ასევე სამუშაო დღეებზე შემითანხმდა და გასულ წელთან შედარით ერთი ჯგუფის ნაცვლად, ორ, სურვილის შემთხვევაში სამ ჯგუფთან მუშაობა შემომთავაზა. დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საათები აღარ დარჩა, ამ დროს ჩემთან ერთად მომუშავე 50-მდე უცხო ენის მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.

გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, ვერ შეაფერხებს ბრძოლას რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის ოცნების მხარდამჭრების შვილების საუკეთესო მოვალისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება. ერთად შევქმნით ევროპულ მომავალს,” – წერს როლანდ შავაძე.

კომენტარისთვის “აჭარა თაიმსი” ბსუ-ს დაუკავშირდა, განმარტების გაკეთების შემთხვევაში მასალა განახლდება.

Post navigation

Previous: ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი
Next: სარფის საბაჟოზე ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

maia xajishvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.